საყვარელი პორტალი

მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 18 » ცხოვრება ხშირად გვიმზადებს “სურპრიზებს”
13:36
ცხოვრება ხშირად გვიმზადებს “სურპრიზებს”
ცხოვრება ხშირად გვიმზადებს "სურპრიზებს”, რომლებიც თითქოს მოულოდნელი შედეგია ჩვენი ქცევისა, მაგრამ როდესაც დავფიქრდებით – ეს გარდაუვალია. ცხოვრებაში რაიმე მოულოდნელობამ შეიძლება წყვდიადი გაანათოს, ან დიდი კაშკაშა სინათლეც კი დაჩრდილოს. ამ ყველაფერს ბედი განაგებს…. ბედი, რომელიც ხშირად ჩვენივე ხელით იწერება…. 
დღევანდელ რეალობაში იშვიათად მოიძებნება ადამიანი, ვისაც ნამდვილი სიყვარული შეუძლია, უფრო სწორად რომ ვთქვათ – ვინც იცის რა არის ნამდვილი სიყვარული. უმეტესობა კი ამ დიდ გრძნობაზე თამაშობს და ნებით თუ უნებლიედ გულს ტკენს ადამიანს, რომელსაც იგი უყვარს, თუმცა სიყვარულიდან სიძულვილამდე ხომ მხოლოდ ერთი ნაბიჯია და სწორედ ეს ნაბიჯი გადადგა თამუნამ, როდესაც გიომ – მისმა საყვარელმა ადამიანმა იგი სახალხოდ დაამცირა. თამუნას ამ დღის მერე გიოს დანახვაც კი აღარ უნდოდა, მაგრამ გოგონა მაინც იტანჯებოდა, ცხოვრებას თითქოს მხოლოდ შავ ფერებში ხედავდა, თუმცა არსებობდა ადამიანი, რომელიც მას ელოდა…. ნუკრი მზად იყო მთელს სამყაროზე ეთქვა უარი, ოღონდაც კი თამუნას ყვარებოდა…. 
დრო გადიოდა და ბიჭის ყურადღებას გოგონა უფრო თბილას პასუხობდა, მისი გატეხილი გულიც თითქოს თანდათან მთელდებოდა…. მაგრამ მას ხომ რწმენა ჰქონდა დაკარგული – ხალხის რწმენა და მისი დაბრუნება ძალიან ძნელი იყო…. 
ნუკრი ელენეს უყვარდა…. ის ყველანაირად ცდილობდა ამ ბიჭის ყურადღების მიქცევას, უნდოდა დაახლოებოდა და მერე იქნებ თავიც მოეწონებინა…. 
როდესაც სკოლა დაამთავრეს, თამუნას და ნუკრის უკვე სერიოზული გეგმები ჰქონდათ მომავალთან დაკავშირებით. მათი ლამაზი სიყვარული უფრო და უფრო ღრმავდებოდა, მაგრამ ბიჭს ოჯახი აიძულებდა სასწავლებლად პარიზში წასულიყო, სხვა გზა არ დაუტოვეს და ასეც გადაწყდა…. ნუკრი ღამის რეისით მიფრინავდა. თამუნა სახლიდან გამოვიდა და აეროპორტისკენ ტაქსით წავიდა, მაგრამ მძღოლი ნასვამი აღმოჩნდა, გზიდან გადაუხვია და ხეს შეეჯახა…. მძიმედ დაშავებული გოგონა საავადმყოფოში წაიყვანეს: სასწრაფო ოპერაცია იყო საჭირო – მას ხერხემალი დაუზიანდა…. ნუკრიმ იცოდა რომ თამუნა უნდა მოსულიყო და ელოდა მას, არ უნდოდა დაუმშვიდობებლად წასვლა, თუმცა რეისი ხომ ვერ დაუცდიდა და იმედგაცრუებული, ნაღვლიანი ბიჭი ისე ავიდა თვითმფრინავში, რომ ვერ გაიგო გოგონა რატომ არ მოვიდა…. როდესაც თავისი ადგილი უჩვენეს გვერდიდან სასიამოვნო ხმა მიესალმა: – ნუკრი? ნუთუ შენც პარიზში მიდიხარ? – ეს ელენე იყო, მას ხომ საშუალება მიეცა საყვარელ ადამიანს დაახლოებოდა და ამ შანსის გამოყენება გადაწყვიტა. – ელენე, როგორ ხარ? კი, სასწავლებლად მივდივარ…. – უინტერესოდ უპასუხა ბიჭმა. გოგონა განუწყვეტლივ ლაპარაკობდა: – ალბათ ერთ სასწავლებელში ვიქნებით და უფრო დავახლოვდებით…. კარგია არა?… მაგრამ ნუკრის მთელი გზა ხმა არ ამოუღია, მის ლაპარაკს არც კი უსმენდა – თამუნაზე ფიქრობდა…. 
…. ამ დროს კი მისი სყვარელი გოგონა საავადმყოფოში სიკვდილს ებრძოდა…. ოპერაცია უსასრულოდ გაწელილი 10 საათის შემდეგ დასრულდა და ექიმმა მშობლებს უიმედოდ აცნობა, რომ ახლა მხოლოდ ლოდინი დარჩენოდათ…. რამდენიმე დღის შემდეგ თამუნა გონს მოვიდა, მაგრამ ფეხებს ვერ გრძნობდა. შიშმა აიტანა და სასოწარკვეთილი ხმით იყვირა! მისმა გაფითრებულმა სახემ პალატაში შემოსული მშობლები ძალიან შეაშინა, მათ დაძახილზე მოსულმა ექიმმა კი დაკვირვებების შემდეგ აღნიშნა, რომ გოგონა ვეღარასოდეს გაივლიდა…. მშობლებს თავზარი დასცა ამ სიტყვებმა, თამუნას კი მკვეთრი რეაქცია არ გამოუხატავს. მისი სისხლიანი თვალები ერთ წერტილს მიშტერებოდა, მდუღარე ცრემლი მოგორავდა გაფითრებულ ლოყებზე და ჩუმად ტოვებდა კვალს…. გარკვეული დროის შემდეგ ის სახლში გაწერეს, ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული გოგონა სულის უსაზღვრო სიმძიმეს გრძნობდა…. ნუკრის მშობლებმა მისი ინვალიდობა მოიმიზეზეს და თავიანთი შვილის მისამართისა და საკონტაქტო ინფორმაციის თქმაზე უარი უთხრეს. ამ დროს კი, რადგან თამუნა აღარ დაუკავშირდა, ნუკრის თავი დაეჯერებინა: მას არ ვუყვარვარ, ჩემი წამოსვლა მიზეზად ჰქონდა და ახლა გიოსთანააო…. მას თუმცა ისევ თამუნა უყვარდა, მაგრამ ელენეს იმდენი ექნა, ისე დაახლოებოდა თანაც ამ გატეხილ გულზე, რომ ბიჭმა ის ცოლად მოიყვანა…. ნუკრის მხოლოდ ერთი მიზეზი ჰქონდა ამისათვის – უნდოდა თამუნა დაევიწყებინა, მაგრამ წლები გადიოდა, სიყვარული კი არ ქრებოდა…. აი, უკვე უმაღლესს ამთავრებდნენ და ეს მაინც ვერ მოეხერხებინა…. სწავლა რომ დაამთავრეს სამშობლოში ჩამოვიდნენ…. ამ დროის მანძილზე თამუნა უკვე მიჩვეოდა თავის მძიმე ხვედრს, ის მთელი ამ წლების მანძილზე ელოდა საყვარელი ადამიანის ზარს, ის კი არ ჩანდა, მონატრების წვეთები სულის ნაპრალებში ჩადიოდა, შავ მწუხარებას ჩაებუდებინა მის დარდიან გულში…. დროს კი მაინც თავისი მიჰქონდა და მასაც იმ მიზეზით, რომ ნუკრი აღარ დაუკავშირდა, ეგონა რომ ბიჭს აღარ უყვარდა: მშობლები ეტყოდნენ ჩემს ამბავს და ერთი სულელი ინვალიდის სიყვარული კი რაში სჭირდებაო….

კატეგორია: წიგნი♡ | ნანახია: 774 | დაამატა: Ani_LoVeR | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
მოდა♡
მუსიკა♡
გართობა♡
ბიოგრაფიები♡
ვარსკვლავები♡
ანიმაციური♡
ფოტოალბომი♡
ფილმები♡
საიტის შესახებ♡
ვიმსჯელოთ ერთად♡
გინესის რეკორდები♡
კონკურსი♡
უცნაური♡
წიგნი♡
სხვა♡
Music Clock
ძებნა
ბოლო კომენტარები
ავტორი:
vimegobreb saittan chemi saiti

ავტორი:
da sad unda movdzebnot raime a


ავტორი:
Peecfrt answer! That really ge

ავტორი:
One or two to reembmer, that i

F.B
Chrismtas Tree
http://www.picz.ge/.s/t/978/s3/1112/17/b/b9c84242dd38.gif
გაერთე

Script By F1N3X GEOPS.IN
ტოპ მომხმარებლები

null
Ani_LoVeR
null155
null463
null6


null
qetrin_girl
null149
null287
null12


null
marita
null120
null313
null0


null
MaR_Selly
null70
null96
null0


null
TaaT_Selly
null25
null102
null15


null
MaaR_CoLLa
null14
null20
null1


null
Pito
null11
null26
null0

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ვინ შემოვიდა დღეს საიტზე
Copyright MyCorp © 2025 Make a free website with uCoz