საყვარელი პორტალი

მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 23 » წმ.გიორგი
22:23
წმ.გიორგი
გადმოცემის თანახმად წმინდა გიორგი დაიბადა კაბადოკიაში, III საუკუნის მეორე ნახევარში. იგი იყო დიდებული ოჯახის შვილი. მის მამას გერონტიოსი, დედას კი – პოლიხნორია ერქვა. დედამ წმინდა გიორგის შეასწავლა საღმრთო წიგნები და ჭეშმარიტი სარწმუნოება.



წმინდა მოწამე დიოკლეტიანე მეფის დროს ტრივონთა მეთაური იყო. დეოკლიტიანემ და მაგნენტიოსმა კერპთმსახურება ააღორძინეს და გასცეს ბრძანება ქრისტიანთა დევნილებისა და იმ მორწმუნეთა დაწინაურების შესახებ, რომელნიც უარყოფდნენ ახალ რელიგიას. ხოლო ვინც შეეწინააღმდეგებოდა მეფის განაჩენს, საზარელი სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა.



გადმოცემით ამ დროს გამობრწყინდა ყოვლად წმინდა სამების ახოვანი მხედარი, რომელიც მეფესთან შევიდა და მის წინაშე იქადაგა ქრისტიანობა, კერპთა ცბიერება და მისი მიმდევარი კი გაკიცხა. დეოკლიტიანემ ვერაფრით შეძლო წმინდა გიორგის გადაბირება, ამიტომაც პირმოთნეობა დაუტევა, ჭეშმარიტი სახე სიბოროტისა გამოავლინა და მისი ტანჯვა განიზრახა. თავდაპირველად მეფემ მუცლის ლახვრით განგმირვა ბრძანა. წმინდანის ხორცის შეხებისას ლახვარი სანთელივით მოიდრიკა. როცა ამგვარად ვერაფერი დააკლო, დეოკლიტიანემ წმინდა გიორგი ურმის თვალზე დააკვრევინა, დაღმართზე კი მახვილები დააგებინა, რის შედეგადაც მოწამის სხეული მრავალ ნაწილად დაჭრა.




   მაგრამ ღმრთის ანგელოზის გარდამოსვლით წმინდა გიორგი მეყსეულად განიკურნა და ასე განახლებული ბრწყინვალებით წარდგა მეფისა და მისი მეგობრის მაგნენტიონის წინაშე. ამ სასწაულმა მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს რჯულზე, რისთვისაც ქალაქგარეთ თავისმოკვეთით დასაჯა ისინი. ქრისტიანობა მეფის მეუღლე ალექსანდრიამაც ირწმუნა, რომელმაც დეოკლიტიანეს წინაშე უშიშრად აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი, დედოფალი დაატყვევეს. ქრისტეს მხედარი ახლად დამბალ კირში ჩააგდეს, იგი სამი დღე იმყოფებოდა ასეთ მდგომარეობაში, წმინდა გიორგი ამ განსაცდელსაც უვნებლად გადაურჩა. გამძვინვარებულმა მეფემ ლურსმნებგაყრილი ფეხსაცმელები ჩააცვა ფეხზე და აიძულა ერბინა. ამავე დროს სასტიკად გაშოლტეს, რის შედეგაც მაგნენტიოსმა დაფლული მკვდრის სასწაულთქმედებით გაცოცხლება სთხოვა.


კატეგორია: სხვა♡ | ნანახია: 965 | დაამატა: qetrin_girl | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 MaR_Selly  
0
მეც გილოცავთ ყველას მრავალს დაესწარით!!! smile

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
მოდა♡
მუსიკა♡
გართობა♡
ბიოგრაფიები♡
ვარსკვლავები♡
ანიმაციური♡
ფოტოალბომი♡
ფილმები♡
საიტის შესახებ♡
ვიმსჯელოთ ერთად♡
გინესის რეკორდები♡
კონკურსი♡
უცნაური♡
წიგნი♡
სხვა♡
Music Clock
ძებნა
ბოლო კომენტარები
ავტორი:
vimegobreb saittan chemi saiti

ავტორი:
da sad unda movdzebnot raime a


ავტორი:
Peecfrt answer! That really ge

ავტორი:
One or two to reembmer, that i

F.B
Chrismtas Tree
http://www.picz.ge/.s/t/978/s3/1112/17/b/b9c84242dd38.gif
გაერთე

Script By F1N3X GEOPS.IN
ტოპ მომხმარებლები

null
Ani_LoVeR
null155
null463
null6


null
qetrin_girl
null149
null287
null12


null
marita
null120
null313
null0


null
MaR_Selly
null70
null96
null0


null
TaaT_Selly
null25
null102
null15


null
MaaR_CoLLa
null14
null20
null1


null
Pito
null11
null26
null0

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ვინ შემოვიდა დღეს საიტზე
Copyright MyCorp © 2025 Make a free website with uCoz