გერმანელმა გოგონამ სახელად ტესა (Thessa) ქალაქ ჰამბურგიდან დატოვა ფეისბუკში მოწვევა საკუთარ დაბადების დღეზე. ის 16 წლის ხდებოდა. უბრალოდ ერთი პატარა ნიუანსი გამორჩა - დაავიწყდა "პრივატ"-ის მითითება. ერთი საათის შემდეგ ის შევიდა საკუთარ გვერდზე და დაინახა რომ უკვე 1,500 ადამიანმა დააჭირა ღილაკს "მე მოვდივარ"!
რა თქმა უნდა სცადა რომ ეს მოწვევა დაემალა, მაგრამ მეგობრევმა და მეგობრის მეგობრებმა საკუთარ მეგობრებს გაუზიარეს ეგ ამბავი და საბოლოო ჯამში "მე მოვდივარ"-ს დააჭირა 300,000 ადამიანმა.
...და ისინი მივიდნენ!
მშობლებმა პოლიცია გამოიძახეს, მაგრამ ამდენ ადამიანს რა გინდა რომ უქნა?