სიყვარულის ახსნა მათემატიკურად 100%_ით დარწმუნებული ვარ რომ ჩემი წერილი მეტად გაკვირვებს რადგან მე შენთვის ორუცნობიანი განტოლების ერთ-ერთი უცნობი წევრი ვარ. მაგრამ რას ვვიზამ ასაკი მაიძულებს გამრავლებაზე ვიფიქრო მაგრამ მანამდე მიმატებაა საჭირო. ვშიშობ რომ არ იკადრებ ჩემთან გატოლებას მაგრამ ჩემი აზრით ეს ცდომილებაა რადგან ჩვენ ერთმანეთის პირდაპირპროპორციულები ვართ და რომელი კუთხიდანაც არ უნდა შეხედო საქმეს, ადამიანის საკუთარიკუთხე აუცილებელია. ვიცი შესანიშნავ წრეში აღიზარდე და ყოველთვის იმ წრის ყურადღების ცენტრში იყავი მე კი გულით მინდა ჩემი წრის ცენტრში გადმოინაცვლო. ეს არ იქნება შენი ოჯახიდან ფესვის ამოღება, პირიქით ეს პროგრესიაა მითუმეტეს მე შეძლებისდაგვარად ხარისხში აგიყვან და თუ არ მოგეწონება ჩემი ოჯახის წევრების გაყოფას და გამოკლებას რა უნდა, როცა მოისურვებ ჩემი ოჯახი ფრჩხილებს გარეთ გავიტანოთ. იცოდე სანამ პერპენდიკულარულად შეგვიძლია სიარული მანამ აქვს სიცოცხლეს ფასი. როცა ჩვენი დახრილობა დედამიწის მიმართ 45 გრადუსს მიაღწევს ეს უკვე ნიშნავს რომ ჰორიზონტალურ მდგომარეობას მიაღწევს ეს უკვე ნიშნავს რომ ჰორიზონტალური მდგომარეობის მისაღებად ვემზადებით. შენს დადებით პასუხს შეუძლია ჩემი ცხოვრება 180 გრადუსით შემოაბრუნოს და შენ ჩემი ცხოვრების მეორე ნახევარი გახდები.