
არ ვიცი რა იყო ეს ყველაფერი,არ მინდოდა ფიქრი ამაზე,მოკლედ
ისაუბრეს და წავიდნენ...იქიდან ღამე მომიწია წამოსვლა,გული მისკდებოდა,სული მეხუთებოდა
„მარტო"...ფეხს ავუჩქარე,მაგრამ ისინი უკან რჩებოდნენ,რაღაც ცუდს ელოდა გული,სახლში
მივედი,სანთლები ჩაღვენთილიყო,სახლიდან არანაირი შუქი არ გამოდიოდა,არანაირი სინათლე,არანაირი
მაჩვენებელი სიცოცხლისა,ალბათ ეს ასეც იყო...ოთახში შევიხედე,ბოლო სიყვარულს მართმევდა
ღმერთი,მამა საშინლად იყო,მივედი და სინანულით დავხედე
–მამა,როგორ ხარ
–ცუდად შვილო,მაპატიე მარტო გტოვებ.–ვუყურებდი მის მინაცრებულ,გამტკნარებულ
სახეს,თეთრი ჭაღარა თმები თბილი ჰქონდა და ამ სითბომ ტანში დამიარა,გული გაცალმტვერდა,ჯერ
ისევ ცოცხალი იყო.მალე მისი ლურჯი,ზღვისფერი თვალები გაშავდა და ბოლო ნაპერწკალიც ჩაჰქრა...მკვდარ
მამას დავჰყურებდი,ნუთუ ასეთი რა დავაშავე,დედა დავკარგე,მერე მამა, რა ხდება ჩემს
თავს??? მთელს სახლში სიკვდილის სუნი ტრიალებდა,მისი აჩრდილი დააბიჯებდა,ეს უაზრობაა
თქვენი აზრით,მაგრამ მე კი მართლა მეშინოდა...არ მინდოდა ფიქრი მომავალზე,აწმყოთი ვცხოვრობდი
ერთი თვე გავიდა,მთელი დღე ვმუშაობდი,მამასთან და დედასთანაც
ყოველდღე მივდიოდი,ვტოვებდი ტკივილს,მწუხარებასა და ცრემლს...მიყვარდა სასაფალოზე ყოფნა,სიჩუმე
როდესაც ფიქრი ხდება ერთადერთი და ყოვლისშემძლე,მეხსიერების ნემსის ქვეშ კი ისევ ბრუნავს
განვლილი ცხოვრება,ოღონდ განადგურებული ფირფიტასავით...ჩიტების სტვენა,შინაგანი ხმაც
ბანს აძლევს და ასე დგება უკიდურესი მელოდიები,სიცივე მონატრებასთან ერთად ისიც ერთგვარ
ჰარმონიას წარმოადგენს...ერთ დღეს იქ რომ მივედი ერთი საფლავის ქვა მიმატებოდა ორს,რომელზეც
სისხლით ეწერა „მარტო",ქვას ხელი მოვკიდე და თითები გამიქვავდა,ნივაშორე ახლად წასმული
სისხლი და სადღაც მოვისროლე,სასაფლაოდან გამოვდიოდი რომ.....
იცით არ მიყვარს ასეთი რაღაცეები მაგრამ სხვა გზა აღარ მრჩება 5 კომენტარის მერე ვაგრძელებ და თუ არ მოგწონთ ჩემი თხოვნა იქნება თქვათ
|