სკვერში შემოვიდა ორი უცნაურად ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭი იქნებოდნენ 21–22 წლისები...ძალიან საეჭვოდ გამოიყურებოდნენ,ცოტა შემეშინდა, ყოველთვის მეშინოდა ასეთი ადამიანების... ჩუმად საუბრობდნენ ხანდახან კი შემომხედავდნენ და ისევ გაიხედავდნენ...ერთხელ მეც შევხედე და ასე რომ ვთქვათ თვალი თვალში "გამიყარა". ერთმა მერე ხელი გაჰკრა იქვე მდგარ ლანრაკს მათ მაგიდაზე,სხვა რა გზა იყო უნდა მივსულიყავი და მომეწმინდა –მაპატიეთ გოგონი უცებ გამეკრა –არაფერია ნუ სწუხართ –უცებ აბა –ვთქვი ჩემთვის მაგრამ როგორც სჩანს ძალიან ხმამაღლა მომივიდა –რა თქვიი? –მკითხეს ორ ხმად,იმ წუთში გავშრი,წამოსვლა დავაპირე როცა ერთმა მკლავში ხელი ჩამავლო და მისკენ მიმწია –გამიშვით რა ხელი,თორემ –რა თქვი წეღან,გაიმეორე –არაფერი საინტერესო –ნუ ხარ ეგეთი თავნება,გაიმეორე რა თქვი თქო –და უფრო მეტად მომიჭირა ხელი,ცოტა შევიშმუშნე,რა უნდა მეთქვა –უბრალოდ ძალიან დავიღალე მეთქი მეტი არაფერი ხო გითხარი –წადი ეხლა,მომცილდი თავიდან–და უხეშად ხელი მკრა,აღებული ნაგავი კი ისევ ძირს დაიყარა დავიწყე ახლიდან წმენდვა... ძალიან უცნაური იყო ეს ყველაფერი,არავისთვის არაფერი მითქვამს,ვაპირებდი თუმცა ენის ტარზევე დავტოვე სახლში დავბრუნდი,ძვლივს გაკვეთილები მოვამზადე და დავწექი,მთვარიანი ღამე იყო,ფანჯრაში მისი შუქი ნათლად აღწევდა და ჩემს თითებს პირდაპირ ანათებდა,დიდხანს ვუყურებდი მას ხან ვატრიალებდი და ყველა ნაკვთს ყურადღებას ვაქცევდი, როგორ გავდა ისინი დედას თბილ ხელებს,მაგრამ იგი თბილი იყო და სიყვარულით გასჭვალული რასაც ჩემსაზე ვერ ვიტყოდი...შემდეგ იმ დღეს მომხდარი ამბავი გამახსენდა,ვინ იყვნენ? საიდან მოვიდნენ? "იქნებ" –არაფერი ეს უაზრობაა,ამაზე არ უნდა ვიფიქრო,გადავბრუნდი და ძილს მივეცი თავი...ღამით რაღაც გაუგებარი დამესიზმრა,მაგრამ მახსოვს ბუნდოვნად ის ორი ბიჭი იმ დღეს რომ შემოვიდნენ,რაღაცის თქმას აპირებდნენ,რაღაც ისეთის რასაც შეიძლებოდა ყველაფერი შეეცვალა მაგრამ მაღვიძარამ გამომაღვიძა –ეჰჰ,დაგეცადა რა ცოტა ხანი –ჩემი ჭკუით ვეჩხუბებოდი მაღვიძარას,მოვიქნიე და იქვე დაიფშვნა ქვევით ჩავედი,ისევ ყველაფერი იგივე,როგორ ვერ ვიტან ამ ერთფეროვნებას ანონიმური წერილები კვლავ გრძელდებოდა,იგი თანდათან უფრო მაშინებდა,ქუჩაში გავლა მაშფოთებდა,იმ დღის შემდეგ სკვერში ის უცნობები არ შემოსულან,თითქოს ყველაფერი დალაგდა და თავის ადგილს დაუბრუნდა,მაგრამ როგორც ყოველთვის არასდროს არის ცხოვრებაში სტაბილურობა,ისევ გამოჩნდნენ ისინი,ისევ დამიბრუნდნენ ცხოვრების ხელისმყოფელები,სასტიკი მზერით ცხოვრების სურვილი ჩამიკლეს და გამითელეს ისე ვითომც არაფერი და ისევ ძველ მაგიდას მიუსხდნენ
|