მაშინ, როდესაც ჰოლივუდელი მსახიობის ერთ-ერთი გმირი "ქერათმიანი ადვოკატი" ცხოიველთა დიდი დამცველია, მისი როლის შემსრულებელი რიზი ლოს-ანჯელესში პითონის ტყავით გაფორმებული ხელჩანთით დადის.
რიზ უიზერსპუნი პაპარაცებმა პარკირების შემდეგ დააფიქსირეს. ჩანთა, რომელიც მსახიობს ეკავა Chloe-ს დიზაინისაა.
ამ ქსოვილისგან შექმნილი ნივთების დამზადება და გაყიდვა კალიფორნიის შტატში კანონით აკრძალულია.
გარდა ამისა მსახიობის წინააღმდეგ უკვე აიმაღლეს ხმა ცხოველთა დამცველი საზოგადოების "პეტას" წევრებმა.
ინტერნეტში არაერთი ვიდეომასალაა, რომელიც ასახავს თუ როგორ აწამებენ გველებს მათი ძვირფასი ტყავის მოსაპოვებლად.
ასე, რომ ცნობილ მსახიობს რომელიც "ყველაზე სექსუალური ვეგეტარიანელის" ტიტულსაც ფლობს, მალე მოუწევს 4000 დოლარიან ჩანთასთან დამშვიდობება.