საყვარელი პორტალი

მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 29 » რჩევები მათ ვისაც უცხო ენის სწავლა უნდა
18:20
რჩევები მათ ვისაც უცხო ენის სწავლა უნდა
რჩევები მათ ვისაც უცხო ენის სწავლა უნდა


ისაუბრეთ შიშის გარეშე

ადამიანების უმეტესი ნაწილი გაურბის უცხო ენაზე საუბარს, რადგან მიაჩნიათ, რომ თუ რაღაც შეეშლებათ, მათ აუცილებლად დასცინებენ და უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდებიან. ამის შიშით, ცდილობენ რაც შეიძლება ნაკლები ისაუბრონ, ან საერთოდ არ საუბრობენ. ნუ გააკეთებთ ამას! უცხო ენის შესწავლის უმოკლესი გზაა საუბარი, საუბარი და საუბარი. შეიძლება შეგეშალოთ ერთხელ და ორჯერ, მაგრამ ამის შემდეგ აუცილებლად მიაღწევთ სასურველ შედეგს. დაიმახსოვრეთ, შიშით ვერ შეძლებთ სასურველი შედეგის მიღებას, ამიტომ დაივიწყეთ შიში! გამოიყენეთ ყველა რესურსი თუ სწავლობ სკოლაში, უნივერსიტეტში ან სულაც მასწავლებელთან დადიხარ (არ აქვს მნიშვნელობა), ეცადე სხვა მეთოდებითაც იმეცადინო. არსებობს ძალიან ბევრი საშუალება და გზა, იმისათვის, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოთ, ამიტომ არ ისწავლო მხოლოდ ერთი მეთოდით. არსბობს ცოდნის დონის ასამაღლებელი გადასარევი საშუალება – ინტერნეტი, სადაც უამრავ სასარგებლო მასალას იპოვნით.



შეიქმენით უცხოენოვანი გარემო

თუ ინგლისურს სწავლობთ, იყიდეთ ჟურნალები და წიგნები, მიმოფანტეთ ოთახში და ხანდახან იკითხეთ. უსმინეთ რადიოს, უყურეთ საინფორმაციო გაოშვებებს და ფილმებს, ესაუბრე მეგობრებს ინგლისურად ისე, როგორც შეგიძლია. ამით შენ შეძლებ მიაღწიო ისეთ შედეგს, როგორიცაა "ინგლისურად აზროვნება”.



უყურეთ ფილმებს და სატელევიზიო გადაცემებს უცხო ენაზე

ეს იმდენად სახალისო და ეფექტური მეთოდია, რომ თქვენთვითონ გაოცდებით შედეგით. ფილმების ყურებისას გაიმდიდრებთ ლექსიკონს და საშუალება გექნებათ მოისმინოთ მსახიობების აქცენტი. იგივე შეიძლება ითქვას საინფორმაციო გმოშვებებზეც. უსმინეთ მუსიკას მუსიკის მოსმენაც ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა ენის ცოდნის გასაუმჯობესებლად. ამისათვის საჭიროა იმ სიმღერის ტექსტის მოძიება, რასაც უსმენთ. დღეს უამრავი საიტი არსებობს, სადაც უპრობლემოდ შეძლებთ ტექსტების მოძიებას. ამის შემდეგ ეცადეთ მომღერალთან ერთად გაიმეოროთ სიტყვები და თუ იმღერებთ ამით "2კურდღელსაც დაიჭერთ”, სიმღერასაც ისწავლით : ))))



ისწავლეთ რაც შეიძლება ხშირად

გრამატიკის და სიტყვების ხშირი სწავლა, წარმატების საწინდარია ხშირად აკეთეთ ტესტები და წერეთ სავარჯიშოები ძალიან ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ სავარჯიშოების წერა მოსაბეზრებელია და ტყუილი დროის ფლანგვაა, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის. თუ არ წერე სავარჯიშოები და კვირაში/თვეში/წელში ერთხელ არ შეიმოწმე თავი ტესტების საშუალებით, ვერასდროს გაიგებ რა ისწავლე და რას მიაღწიე. ამიტომ, თუ არასდროს არ გაგიკეთებია ტესტი და არ იცი რა დონეზე იცი მაგ. ინგლისური, მემგონი დროა დღესვე შეუდგე საქმეს.



მოუსმინეთ თქვენს თავს

არავის უყვარს თავისი ხმის მოსმენა, მაგრამ აჯობებს ხანდახან გამოცადო შენი თავი. თვეში ერთხელ მაინც ჩაიწერე შენი ხმა და შეამოწმე როგორ გამოთქვამ სიტყვებს. უსმინეთ ინგლისურად ამაში ვგულისხმობ ტელეფონზე საუბარს, რადიოს, აუდიო წიგნების და CD-ების მოსმენას ინგლისურ ენაზე. ეს სატელევიზიო პროგრამების ყურებაზე უკეთესი საშუალებაა, რადგან შენ ვერ ხედავ მოსაუბრეს და ცდილობ უფრო დაკვირვებით მოუსმინო. ძალიან ბევრი ადამიანი ამტკიცებს, რომ ტელეფონზე საუბრისას 2-ჯერ მეტად დაკვირვებით უსმენენ მოსაუბრეს.

კატეგორია: სხვა♡ | ნანახია: 737 | დაამატა: marita | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
მოდა♡
მუსიკა♡
გართობა♡
ბიოგრაფიები♡
ვარსკვლავები♡
ანიმაციური♡
ფოტოალბომი♡
ფილმები♡
საიტის შესახებ♡
ვიმსჯელოთ ერთად♡
გინესის რეკორდები♡
კონკურსი♡
უცნაური♡
წიგნი♡
სხვა♡
Music Clock
ძებნა
ბოლო კომენტარები
ავტორი:
vimegobreb saittan chemi saiti

ავტორი:
da sad unda movdzebnot raime a


ავტორი:
Peecfrt answer! That really ge

ავტორი:
One or two to reembmer, that i

F.B
Chrismtas Tree
http://www.picz.ge/.s/t/978/s3/1112/17/b/b9c84242dd38.gif
გაერთე

Script By F1N3X GEOPS.IN
ტოპ მომხმარებლები

null
Ani_LoVeR
null155
null463
null6


null
qetrin_girl
null149
null287
null12


null
marita
null120
null313
null0


null
MaR_Selly
null70
null96
null0


null
TaaT_Selly
null25
null102
null15


null
MaaR_CoLLa
null14
null20
null1


null
Pito
null11
null26
null0

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 7
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 0
ვინ შემოვიდა დღეს საიტზე
Copyright MyCorp © 2025 Make a free website with uCoz