მთვარეული - ამოუცნობი ფენომენი
უძველესი დროიდანვე და ეხლაც ამოუცნობია მთვარეულის ფენომენი. მთვარეულის შესახებ ალბათ ყველას გსმენიათ. ეს არის ადამიანი, რომელიც სავსე მთვარის დროს, მაშინ როცა ყველას სძინავს, დგება, უბრალოდ დადის ან რაიმეს აკეთებს. საინტერესოა ის, თუ რა შუაშია ამასთან სავსე მთვარე? ნუთუ მას რაღაც ფაზაში ნამდვილად შეუძლია ადამიანების მართვა?
მთვარეული, როგორც საკუთარი თავისთვის, ისე სხვებისთვისაც საშიში შეიძლება იყოს, რადგან ამ დროს ადამიანს ბიოლოგიურად სძინავს, ხოლო გამოღვიძებისას აღარაფერი ახსოვს. მსოფლიოში უამრავი შემთხვევაა დაფიქსირებული იმისა თუ როგორ გადავარდა მთვარეული აივნიდან ან რამდენ ადამიანს მიაყენა მან ამ მდგომარეობაში ზარალი.
წინა თაობები ამბობენ, რომ ასეთ ადამიანს საწოლთან სველი ტილო უნდა დაუდო, როდესაც ის ადგება გამოეღვიძება და ისევ დაბრუნდება დასაწოლად. უცნაურია,რომ ძველად მათ ეშმაკიერებსაც კი უწოდებდნენ და კურნავდნენ სხვადასხვა მეთოდებით.
ნუთუ მართლა შეიძლება მათი განკურნება ან იქნებ მართლაც ბოროტი ძალების ნამოქმედარია?
ახლა კი ცოტა სასაცილო ისტორიებიც მთვარეულებზე:
არსებობს ადამიანი, რომელიც ასეთ მდგომარეობაში ხატავს ისე, რომ შემდეგ მისი ნახატები ძალიან ძვირად იყიდება საოცარი ისაა, რომ მას ხატვა საერთოდ არ ეხერხება და გამოღვიძებულს რათქმაუნდა აღარაფერი არ ახსოვს.
ყოფილა ისეთი შემთხვევებიც რო ადამიანი ამდგარა და სხვადასხვა საიტის საშუალებით გაუცვნია უამრავი ადამიანი.