საყვარელი პორტალი

მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 10 » მე არასდროს გავიზრდები
15:32
მე არასდროს გავიზრდები
ბავშვობა…. თურმე რა კარგი ყოფილა ბავშვობა? არანაირი პრობლემები, არანაირი სადარდებელი. იყავი შენთვის თამაშობდი, ერთობოდი, იჩენდი ახალ მეგობრებს და ყველა შენს დანახვაზე მხოლოდ ერთ რამეს ამბობდა ” ვაიმეეე რა საყვარელია? ” ჩემ დანახვაზე ძირითადად ამბობდნენ : "ვაიმე რა საოცარი ბავშვია, საიდან იცის ამდენი” ბავშვობიდანვე განვითარებული ადამიანი ვიყავი გემოვნებაში, ხასიათში… უფროს კლასელებთანაც უფრო ვნახულობდი საერთო ენას. ჩემი დის ძმაკაცები დამაპროწიალებდნენ აქეთ იქით დავყავდი თან მართობდნენ. იცი როდის მივხვდი რომ გავიზარდე? როდესაც ეს ადამიანები ქუჩაში მხვდებოდნენ და ვერ მცნობდნენ. არ კი არა უბრალოდ ვერ მცნობდნენ.

ბავშვობა კარგი იყო. არ გიწევდა იმაზე ფიქრი რა როგორ გექნა, სიტუაციიდან როგორ გამომძვრალიყავი უბრალოდ დედაააააა და ყველაფერი მოგვარებული იყო. ვიღაცამ თქვა მშობლებს12 წელი ეძლევათ შვილები რომ შეიყვარონო. მერე უკვე თითქოს ურთიერთობა აღარ არის ისეთი თბილიო. ჩვენ უწინდებურად გვიყვარს ერთმანეთი უბრალოდ დამოუკიდებლები ვართ და აღარ გვჭირდება მუდმივი დახმარება.

მე მაღიზიანებს ჩემი გარეგნობის ცვლილებაც, მე მაღიზიანებს ჩემი ცოდნა, ჩემი დამოუკიდებლობა და ჩემი გრძნობები რადგან არ მინდა გავიზარდო. მინდა რომ მუდამ ის ვიყო რაც ვიყავი. არ მინდა შევიცვალო და სხვა გავხდე არა ის ვინც ახლა ვარ და ყოველთვის ვიყავი. ადრე ვამბობდი შეცვლას ვაპირებთქო ერთი პერიოდი ცანცარა გოგოს თამაშიც მინდოდა და ხალხისთვის თავის მობეზრებაზეც ვფიქრობდი. ხანდახან მინდოდა ბოროტი ვყოფილიყავი ყველას გრძნობებზე მეთამაშა მაგრამ მე ხომ არ ვარ ასეთი და ვერც ვერასდროს გავხდები…


შემდეგ მივხვდი რომ არაა საჭირო შეცვლა და უნდა ვიყო ის ვინც ვარ. ასეთი გაცილებით უკეთესი ვარ და ვინც კარგად გამიცნობს ამას უფრო დააფასებს ვიდრე შენ შექმნილ ტყუილებს და ყალბ ხასიათს. მე არ მინდა ვიყო სერიოზული და არ ვიცინო მაშინ როდესაც მინდა, მე არ მინდა შევწყვიტო ტრანსპორტში და ქუჩაში სიმღერა, მე არ მინდა შევწყვიტო ხტუნაობა როდესაც კარგ ხასიათზე ვარ და უბრალოდ სახლში სირბილი, მე არ მინდა გიტარა ხმადაბლა დავუკრა ან მუსიკას ხმადაბლა მოვუსმინო, მე არ მინდა გამოვიპრანჭო და თავი უხერხულად ვიგრძნო იმის გამო რომ ვინმეს თავი შევაყვარო, მე არ მინდა გავუცინო ადამიანს თუ კი არ მიყვარს, მე არ მინდა შევწყვიტო ტირილი როდესაც ცუდად ვარ და დავიტოვო დარდი გულში, მე არ მინდა შევწყვიტო წიგნებზე, რვეულებზე და მერხზე ხატვა, მე არ მინდა მეცვას სულ სუფთა ტანსაცმელი და არ ეტყობოდეს ტანსაცმელს თუ რა ვჭამე, სად ვიყავი და რა გავაკეთე.

მე არ მინდა ოდესმე შევიცვალო. გავხდე ისეთი როგორიც არ ვარ და არასდროს ვყოფილვარ. პირობას გაძლევთ რომ სულ ასეთი დავრჩები. გთხოვთ ნუ იტყვით ჩემზე ცუდს სანამ კარგად არ გამიცნობთ ხოლო ვინც მაინც ცუდად მომიხსენიებს იმის იქით წასულა. მე მყავს ხალხი რომელსაც ვუყვარვარ :* "თუ თქვენ არავის უყვარხართ იცოდეთ რომ ეს უპირველესად თქვენი ბრალია” მე ვგრძნობ რომ ბევრს ვუყვარვარ :* (ნუ იმათ მაინც ვისი სიყვარულიც მე მჭირდება) არაა საჭირო გაზრდა და სერიოზულობა ბავშვურობა ერთ-ერთი ყველაზე კარგი თვისებაა. მუდო ადამიანზე საშინელება არაფერია. ნუ იქნებით ასეთები გაიკეთეთ ფერადი სათვალეები… :*
ნანახია: 688 | დაამატა: qetrin_girl | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
მოდა♡
მუსიკა♡
გართობა♡
ბიოგრაფიები♡
ვარსკვლავები♡
ანიმაციური♡
ფოტოალბომი♡
ფილმები♡
საიტის შესახებ♡
ვიმსჯელოთ ერთად♡
გინესის რეკორდები♡
კონკურსი♡
უცნაური♡
წიგნი♡
სხვა♡
Music Clock
ძებნა
ბოლო კომენტარები
ავტორი:
vimegobreb saittan chemi saiti

ავტორი:
da sad unda movdzebnot raime a


ავტორი:
Peecfrt answer! That really ge

ავტორი:
One or two to reembmer, that i

F.B
Chrismtas Tree
http://www.picz.ge/.s/t/978/s3/1112/17/b/b9c84242dd38.gif
გაერთე

Script By F1N3X GEOPS.IN
ტოპ მომხმარებლები

null
Ani_LoVeR
null155
null463
null6


null
qetrin_girl
null149
null287
null12


null
marita
null120
null313
null0


null
MaR_Selly
null70
null96
null0


null
TaaT_Selly
null25
null102
null15


null
MaaR_CoLLa
null14
null20
null1


null
Pito
null11
null26
null0

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0
ვინ შემოვიდა დღეს საიტზე
Copyright MyCorp © 2025 Make a free website with uCoz