ესპანელმა მამაკაცმა ცნობილი "კუბიკ-თავსატეხი" ჟონგლიორობის დროს ააწყო.
24 წლის დევიდ კალვო, რომელიც ბილბაოში ცხოვრობს, პროფესიით ინჟინერია და საკუთარ თავს "კუბიკ-რუბიკის" მეფეს ეძახის. მას შეუძლია სამი ”კუბიკ-რუბიკით” თან იჟონგლიოროს და თან ააწყოს კიდეც.
დევიდს თავსატეხი ახვეული თვალებითაც აუწყვია. გარდა ამისა, ის ერთადერთია, ვისაც ორი "კუბიკ-რუბიკის" აწყობა ერთდროულად შეუძლია.