ინდოელმა ცხოველთა დამცველებმა ეპატაჟურ მომღერალ ლედი გაგას ინდოეთში, ნიუ-დელიში დაგეგმილი საკონცერტო გამოსვლისთვის სალათის ფურცლებისგან შექმნილი კაბის ჩაცმა შესთავაზეს.
"ჩვენ უკვე გავუგზავნეთ წერილი ლედი გაგას მენეჯერს, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია. იმედი გვაქვს, ისინი ჩვენს წინადადებას განიხილავენ", - განაცხადა ცხოველთა დამცველი ორგანიზაციის "პეტას" ინდოელმა წარმომადგენელმა საჩინ ბანჯერმა. ინდუიზმი ვეგეტარიანელობას ქადაგებს, ამიტომ ინდოელების უმეტესობა ვეგეტარიანელია.
ინდოელი ცხოველთა დამცველების აზრით, სალათის ფურცლებისგან დამზადებული კაბის ჩაცმით ლედი გაგა ინდოელებს აგრძნობინებს, რომ მათ შეხედულებებს იზიარებს.
შეგახსენებთ, 2010 წელს ლედი გაგა MTV-ის დაჯილდოვების ცერემონიაზე ძროხის ხორცისგან დამზადებული კაბით მივიდა. ძროხა ინდოეთში წმინდა ცხოველად ითვლება.
|