ყველასათვის საყვარელ სოციალურ ქსელზე ფეისბუქზე უკვე დიდი ხანია შეიქმნა უამრავი პროფილი, რომელიც უცხოელი სელებრითების ქართული "ანალოგებია" . ისინი ერთამანეთს მეგობრებში იმატებენ, ნიშნავენ ერთმანეთს სტატუსებსა და პოსტებში და ერთი სიტყვით კარგად ერთობიან. ასევე ისინი Relationship Status -ში იმატებენ ერთამნეთს მაგალითად შეუფერებელი წყვილი - ბრუნო მარსი და ბრიტნი სპირსი ცოლ-ქმარი არიან, თრავ მაკკოი კი ჯესი ჯიზეა დანიშნული. მაგრამ ქართველი ამერიკელები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებიან, ისინი სახელებს ქართულად გადმოაკეთებენ და ისე წერენ, მაგალითად ცნობილი მომღერალი Katy Perry - ქეთინო ფერაძე, Christina Aguilera - კრისტინა აგნიანი და ასეშემდეგ.