etrin_girlკირა კრისტინა ნაიტლი უკეთ ცნობილი, როგორც კირა ნაიტლი, არისოქროს გლობუსის, ბაფტასა და ოსკარის ნომინანტი ინგლისელი კინოსა და ტელევიზიის მსახიობი. მან თავისი კარიერა ბავშვობაში დაიწყო და მიაღწია საერთაშორისო წარმატებას 2003 წელს, ფილმებით „დაარტყი როგორც ბექჰემმა" და „კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა". ამის შემდეგ ნაიტლი გახდა ერთგვარი ლიდერი მსახიობი, გამოჩნდაჰოლივუდის ფილმებში და მოიპოვა ოსკარის ნომინაცია ელიზაბეტ ბენეტის როლის შესრულებისათვის ჯო ვრაიტის ფილმში„სიამაყე და ცრურწმენა", რომელიც ჯეინ ოსტინის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული.