ჯგუფი მგზავრები ჩამოყალიბდა 2006 წელს. მის შემადგენლობაში შედიოდა სამი წევრი, თუმცა დღეს დღეობით მათი რიცხვი 15–მდე გაიზარდა და ეს ციფრი დრო და დრო იცვლება. ჯგუფის მუსიკა მოიცავს როგორც ფოლკოლურ ისე კლასიკური ელემენტებს და მასში ასევე ჭარბად არის იმპროვიზაციის ელემენტები, შესაბამისად კითხვაზე – რა მიმდინარეუბის მუსიკას ქმნით ? პასუხია: კონკრეტული მიმდინარეობა არ გაგვაჩნია. მგზავრებს მისი არსეობის მანძილზე ჩატარებული აქვს 43 სოლო კონცერტი (იხილეთ: მგზავრების კონცერტები), ჩაწერილი აქვს ერთი ალბომი სახელად მე მოვიგონე და გადაღებული აქვს ორი კლიპი სიმღერებზე: "მთვარე" და "მე მოვიგონე".
წევრები გიგი დედალამაზიშვილი (კომპოზიტორი, გიტარა, ვოკალი) ლაშა დოხნაძე (ვოკალი, დასარტყმელი საკრავები) მიშა მეგრელიშვილი (შეიკერი) გიგი გეგელაშვილი (ფლეიტა, ფორტეპიანო) გვანცა მათაშვილი (ჩელო) ნინი დედალამაზიშვილი (ვოკალი)
გუგა კუბლაშვილი (ფანდური, ვოკალი) ბეჟო ამირანაშვილი (ფანდური, გიტარა, ვოკალი) რეზო ბუაძე (ვოკალი) გიორგი ახვლედიანი (ვოკალი) დათო გოგელია (ბას გიტარა, ტუჩის გარმონი, ვოკალი) ირაკლი სარავა (ვოკალი)
|