გუშინდელ კონცერტზე, სასიყვარულო სიმღერის შესრულების დროს, ჯენიფერ ლოპესმა მოზღვავებული ემოციები ვეღარ შეიკავა და ატირდა. მომღერალი If You Had My Love–ს ასრულებდა. ჯენიფერ ლოპესი Mohegan Sun Arena–ს საიუბილეო ღონისძიებაზე სტუმრის სტატუსით მიიწვიეს. სიმღერა If You Had My Love–ის შესრულებამდე, მომღერალმა თქვა, რომ ეს სიმღერა 1999 წელს დაწერა და ეს მისი პირველი ნამუშევარია, რომელიც სიყვარულისა და ნდობის თემას ატარებს. სიმღერის ბოლო მონაკვეთზე ლოპესმა ტირილი დაიწყო, თუმცა კომპოზიციის ბოლომდე შესრულება მოახერხა.
