ვიჯექი სკამზე და ალექსის კლასელები მოვიდნენ,დამცინოდნენ ალეს შეყვარებული ხარო,მერე მთელმა სკოლამ გაიგო და ყველა ერთად დამცინოდა,ის გოგოები რომლებსაც ალექსი უყვარდა ხან რას მესროდნენ ხან რას...ამ ამბავმა მიას ყურემდეც მიაღწია და მან ყველას დასანახად სილა გამაწნა და დამცინოდა მათხოვრობსო,შემდეგ კი ყველაფერი მშობლებს მოუყვა როგორ გავიპარე ღამით და მათაც ცემა დამიპირეს,როდესაც რაღაც მესროლეს გამომეღვიძა და ყვირილი დავიწყე,ამაზე კი მია შემოვარდა
–რა გჭირს ანა?
–არაფერი უბრალოდ რაღაც კოშმარი მესიზმრა
–აა,აუ მოისვენე რა დავიღალე მეძინა და გამაღვიძე,აღარ იკივლო
–რა ჩემი ბრალია რომ დამესიზმრა?
–აბა ჩემი ბრალიააა?
–არც ჩემი არ არის
–ეხლა მოკეტე თორემ ხო იცი რაც შემიძლია
–ოოო,კარგი ჩუმად ვარ
–კაი გავედი
–კარგად
–ისე დღეს არ აპირებ სამათხოვროდ გასვლას?
–არა,საჭმელი არის და
–ეე,ტანსაცმელი უნდა ვიყიდო გადი დროზე
–შენი ტანსაცმელისთვის მცხელა ეხლა???
–წესიერად მელაპარაკე რა
–აუ კარგი რა ხომ ხედავ წვიმს და გარეთ მიშვებ?
–მერე მე რა,შენ დასველდები
–არა არ წავალ
–ხო არ დადნები მიდი დროზე გამოიცვალე,თუმცა რა უნდა გამოიცვალო რა გაქვს ჩასაცმელი
–არა რა გემუდარები ოღონდ დღეს არა
–ოო კი მინდა მე და რა ვქნა
–ხოდა წადი და თვითონ იმათხოვრე
–მეე?მე როგორ უნდა ვიმათხოვრო,რომ მომკლა შენს დონეზე არ დავეცემი
–ეჰ,კარგი წავედი
მის გვერდით რომ ჩავიარე,დააცემინა
–ფუუ ყარხარ (მია)
–მიდი რა შენს თავს მიხედე (მე)
გამოვიქეცი გარეთ საშინლად წვიმდა და მციოდა,ამ ამინდში ძაღლიც არ გამოიგდებოდა გარეთ თუმცა მე რა იმას პატრონი მაინც ყავს...ეკლესიას რომ მივუახლოვდი,ერთ გადაფარებულ ადგილას ჩამოვვჯექი ხალხი არ იყო და ფულსაც არავინ მომცემდა,თან საშინლად მშიოდა,როგორ უნდა მიმეტანა ფული მიასთვის ამ თავსხმა წვიმაში არავინ იყო გარეთ...თავი ჩავღუნე და ხელგაშვერილი ჩამომეძინა...აღარ მციოდა ძილში და როდესაც გავიღვიძე ვიღაც მომხვეოდა და მათბობდა
–აა რა ხდება ვინ ხართ
–მე ვარ ანა ელენა,აქ რა გინდა?
–მეე,მე აქ სამათხოვროდ გამოვედი
–ამ წვიმაში როგორ გამოგიშვეს?
–ჩემმა დამ მითხრა წადიო
–არ შეეცოდე
–კარგით რა
–ასე არ შეიძლება გაცივდები,ჩემთან წამოდი და იყავი ცოტახანი
–არა არა,სახლში ფული უნდა მივიტანო
–ამ სიცივეში
–არაუშავს მე ხომ ტანჯვისთვის ვარ გაჩენილი
–არა ამას ნუ ამბობ ყველაფერი კარგად იქნება აი დამიჯერე
–რა იცით
–შენ კეთილი ადამიანი ხარ და ღმერთი არ გაგწირავს,ახლა კი წამოდი და სახლში მისატან ფულს მე მოგცემ
–ასეთი კეთილი რატომ ხართ მე ხომ ეს არ დამიმსახურებია
–ამას ჯერ ვერ გეტყვი ახლა კი გთხოვ წამოდი
–კარგით
და მას წავყევი ის კეთილი ქალია,და არაფერს დამიშავებდა როდესაც შევედი საჭმელიც მაჭამა და რაღაც მომაფარა რომ გავმთბარიყავი მის კეთილშობილებას საზღვარი არ ჰქონდა.....
კიდევ დავდო?
|