იქ გავიგე რომ ჩემზე ლაპარაკობდნენ დედა: ანა უკვე დიდი გოგოა,მგონი სიმართლეს უნდა გაუსწოროს თვალი –კარგი რა კერი რაში მაინტერესებს მაგ ბავშვის ბედი –რაც არ უნდა იყოს ისიც ადამიანია –კერი ვერ გაიგეეე არ მაინტერესებს მაგ მათხოვრის ბედი თქო–ის ისე ყვოროდა,რომ შემეშინდა დედას რამე არ დაუშავოს თქო,ისინი მუდამ ჩხუბობდნენ –ამას როგორ ამბობ ის ხომ ბავშვია –მერე რაა,ჩემი შვილი არ არის და არ მაინტერესებს ნუთუ,მე ნაშვილები ვარ,ვინ არის ჩემი ნამდვილი მშობლები,ან რატომ მიაბარეს ჩემი თავი მათ,არ უნდოდათ შვილი ყოლოდათ და ამ დროს გული წამივიდა...გავიღვიძე და ჩემს ოთახში ვიყავი,კერი კი საწოლთან იჯდა –ანა გვისმენდი? –ხო კერი –ყველაფერი გაიგონე?–მის თვალებში სევდა კიაფობდა –ხო ყველაფერი გავიგონე...ვინ არიან ჩემი ნამდვილი მშობლები –მაპატიე ვერ გეტყვი არ შემიძლია –გთხოვ –არა მაპატიე...ახლა რას აპირებ? –არაფერს,მათ მოვძებნი იმედია ამ სახლში დარჩენის უფლებას მომცემ –რათქმაუნდა,ეს შენი სახლიცაა ანა –მადლობ,ახლა კი გთხოვ მარტო დამტოვე –კარგი ის გავიდა მე კი ფიქრები არ მასვენებდა,ცოტახანში ოთახიდან გამოვედი და ისევ მოვკარი ყური მათი ოთახიდან საუბარს როი: რას აპირებს ანა? –ის აქ დარჩება და ამასთნავე შეეცდება ნამდვილი მშობლები იპოვოს –არა არ მინდა ის აქ დარჩეს–მან ისევ ყვირილი დაიწყო –გთხოვ როი,სად უნდა იცხოვროს –ეგ ჩემი საქმე აღარაა –რატომ გახდი ასეთი,გახსოვს როგორი კეთილი იყავი,გახსოვს როგორი ბედნიერები ვიყავით ახალგაზრდობაში,როგორ გვიყვარდა ერთმანეთი,ჩვენ ერთმანეთისთვის ვცხოვრობდით,არ შეგვეძლო ცხოვრება ერთმანეთის გარეშე...რატომ შეიცვალე ასე,ის აღარ ხარ ვინც იყავი,აღარ ხარ ის სიცოცხლით სავსე როი,რომელიც მუდამ ცდილობდა ჩემს გამხიარულებას და ისეთი კეთილი იყო...ახლა შენს თავს აღარ გავხარ,ლაჩარი გახდი რომელიც მხოლოდ სასმელის მონაა,არ მინდა ასეთი როი მე ის მჭირდება თავისთავზე დამოკიდებული –გაჩერდიიი ნუღარ მახსენებ იმ დროს მე ასეთი ვარ და მორჩა–მან სახეში გაარტყა კერის ეს ყველაფერი ჩემს გამო ხდებოდა,როი გაამწარებდა კერის ამიტომ გადავწყვიტე წავსულიყავი და ბარგი ჩალაგებას შევუდექი,ბევრი არაფერი იყო და მალე მოვრჩი,თვალზე ცრემლი არ ჩერდებოდა,მიჭირდა იქაურობის დატოვება,მაგრამ ეს უკეთესი იქნებოდა ყველასათვის,მე იქ ზედმეტი ვიყავი...წასვლის წინ წერილი დავტოვე ჩემს საწოლზე,ვიცოდი ამას კერი ნახავდა,წერილი კი ასეთი იყო "საყვარელო დედა,ხედავ ისევ ასე მოგმართავ,მაინც დედა ხარ,შენ გამზარდე ყველაფრისდა მიუხედავად მაინც გიყვარდი.მინდა პატიება გთხოვო ყველაფრის გამო რაც კი დაგიშავე... მე მივდივარ არ მინდა კიდევ უფრო მეტი პრობლემები შეგიქმნა ჩემი აქ ყოფნით,მოვისმინე თქვენი საუბარი და ჯობია წავიდე...მივდივარ და ნუღარ გამიხსენებ,ნუღარ იტირებ ჩემს გამო,ჩემზე არ იდარდო ისევ ვიმათხოვრებ და ვიშოვი პურის ფულს...უბრალოდ მინდოდა მადლობა გადამეხადა,მინდოდა გული გადამეშალა შენთვის და ეს ლოდიც ავიცილე... ნახვამდის დედიკო ანა" ეს დავტოვე და იქიდან წამოვედი,არ ვიცოდი რა უნდა მექნა,სად ვიცხოვრებდი,მაგრამ მთავარი იყო რომ წამოვედი...გზად ელენა შემხვდა და მასთან წამიყვანა –ანა, რა მოხდა ეს რა ჩანთაა? –სახლიდან წამოვედი –ეგ როგორ,რატომ წამოხვედი მას ყველაფერი მოვუყევი და თვალცრემლიანი,გულდასმით მისმენდა –იცით ჩემს ნამდვილ მშობლებს არაფერს არ ვერჩი,უბრალოდ მინდა ვნახო,მინდა გავიგო როგორები არიან,მინდა მათი ერთი ტკბილი სიტყვა მოვისმინო,მინდა მითხრას ვინმემ "შვილო" –ანა,ერთხელ გითხარი ვინ ვარ მერე გაიგებ თქო და მგონი მოვიდა დრო რომ გაიგო სიმართლე –რა სიმართლე? –შენი ნამდვილი დედა ვიცი ვინც არის –როგორ? ვინ არის –მე –თქვენ? –დიახ მე –და რატომ,რატომ მიმატოვეთ და ახლა გამოჩნდით –იცი –მე არაფერი არ ვიცი,ახლა უნდა წავიდე დაფიქრება მჭირდება,ყველაფერი უნდა გავაანალიზო –არ მაპატიებ? –არვიცი –კარგი იქიდან წამოვედი,გზაში ერთი ბიჭი შემეჩეხა –გამარჯობა,შენ ანა ხარ ხო მგონი? –დიახ და რა გნებავთ –მე გიო ვარ ალეს მეგობარი –აა,და ჩემთან რა გინდათ? –შეიძლება ათი წუთი დამითმო? –კარგი–და საღაც სკამზე ჩამოვჯექით –ალექსზე მინდა დაგელაპარაკო –მასზე სალაპარაკო არაფერია –არა გთხოვ მომისმინე –კარგი გისმენ –ამ ბოლო ხანებში ალე ძალიან დამწუხრებული დადის,არაფრის ხალისი არ აქვს და მუდამ სახე ჩამოსტირის.მე მისი მეგობარი ვარ –ჰაჰ,მეგობარი? –დიახ,და მივხვდი რისი მიზეზი იყო ეს...მინდა პატიება გთხოვოთ მასაც და შენც,მას ჩემთან საუბარი არ სურს,მინდა გითხრა რომ ის მართლა არაფერ შუაშია ჩემს შეყვარებულს ალე შეუყვარდა და მეც მასზე ვიყარე ჯავრი,მას ყველაზე მტკივნეულ წერტილში დავარტყი –და ეს ნიშნავს რომ დამნაშავე ის კი არა შენ ხარ? –ხო მართალია... და შეგიძლია მაპატიო? –უკვე გაპატიე ასეთი გულახდილობისათვის და დიდი მადლობა...არ იცი ალექსი სად არის? –რას აპირებ? –რა უნდა ვქნა მივალ და პატიებას ვთხოვ –ძალიან კარგია,ახლა სკოლის ეზოშია –კარგი წავედიი იქიდან თავქუდმოგლეჯილი გამოვვარდი და სკოლაშიც მივედი....................
კარგი იყო?კიდევ დავდო?
|