სახლშიც მივედით,დილას როდესაც გამოვიღვიძე საზარელი ამბავი გამაგებინეს,დედა ოთახში შემოვიდა და მითხრა –ანა შვილო,რაც არ უნდა მომხდარიყო ვიცი რომ ის მაინც გიყვარდა მაპატიე რომ ამას გეუბნები,მაგრამ კერი კვდება შვილო და მას შენი ნახვა სურს –კერი კვდებააა? –ხო ანა და უნდა მიხვიდე ნახო –კი დედა ეხლავე წავალ,მადლობა რომ მის მიმართ მაინც კარგად ხარ განწყობილი –სამტრო რა მჭირს მან შეგიფარა როგორ პირობშიც არ უნდა ყოფილიყოს,სახლი გქონდა და საჭმელი –მადლობ,დედიკო ახლა კი უნდა წავიდეთ –კარგი გაემზადე მალე მზად ვიყავით და წავედით ჩემი ძველი სახლისაკენ,სადაც უამრავი მოგონება შემორჩენილიყო,გზაში ვტიროდი კერი მაინც დედასავით მიყვარდა და არ მინდოდა მისი სიკვდილი,ის კარგი ქალი იყო,მაგრამ ღმერთს თავისთვის უნდოდა და წაიყვანა,ვერ ვხვდებოდი რატომ ხდებოდა ამდენი ცუდი ჩემს თავს...როდესაც სახლში შევედი თვალბზე ცრემლები მომადგა,ყველაფერი ისევ ისე იყო როგორც ადრე,თვალწინ წარმომიდგა ის ღამე როდესაც სახლიდან გავიპარე და ალეს გავყევი,ყველა მოგონება თვალწინ წარმომიდგა და ცრემლები ღაპაღუპით წამომივიდა ვცდილობდი ელენას არ დაენახა მაგრამ ის მაინც ყველაფერს მიხვდა –ანა ნუ ტირიხარ,კერის შვილივით უყვარხარ და სიკვდილის წინ არ დაანახო მას შენი ცრემლები –მართალი ხარ დედა–ცრემლები მოვიწმინდე და აღარ მიტირია ოთახში შევედით და რას ხედავს ჩემი თვალები...ის სიცოცხლით სავსე კერი საწოლში იწვა,მის თვალბში სევდა ჩამოწოლილიყო,სახე გაფითრებული ჰქონდა,გული დამეწვა ამის დანახვაზე –მოხვედი ანა? –ხო კერი მოვედი–ჩემი ხელხი ხელში ეჭირა და მაგრად მიჭერდა –პირველ რიგში პატიება მინდა გთხოვო –არა საპატიებელი არაფერი გაქვს,შენ შემიფარე და გამზარდე ამისათვის სიცოცხლის ბოლომდე მადლიერი ვიქნები,ამ ამაგს ვერაფრით გადაგიხდი –არა შენ შეგიძლია გადამიხადო ეს გადახდა არ იქნება,უბრალოდ ჩემი უკანასკნელი თხოვნა –რა თხოვნა? –რომ ალექსს შეურიგდა –ჰაჰ,ხო მაგრამ მან მიღალატა და ეს როგორ გავაკეთო –ახლა კარგად მისმინე –დიახ –ვიცი რომ მია ჩემი შვლია და ამას არ უნდა ვამბობდე მაგრამ მისი საქციელის გამო სხვები არ უნდა იტანჯებოდეს –ამაში რას გულისხმობთ? –ესე იგი,ერთხელ გავიგონე როგორ ლაპარაკობდნენ მია და მისი მეგობარი ნინა მათი გეგმების შესახებ –გეგმების? –ხო გეგმების...მიას ალექსი არ უყვარს მაგრამ ოდესღაც უყვარდა და რადგან ალეს შენ უყვარდი მან გადაწყვიტა თქვენზე შური ეძია...მან გამოიყენა დრო როდესაც ალექსი ცუდად იყო და ვერ აკონტროლებდა თავის საქციელს მან ბევრი დაალევინა და ისე მოხდა რომ მან მოატყუა რომ ღამე ერთად გაატარეს და ის ორსულად იყო –ხო მაგრამ მას მუცელი აქვს –არა ის არ არის ნამდვილი,ის აპირებს აიყვანოს ახალდაბადებული ბავშვი –და ეს იმას ნიშნავს რომ ალე არაფერ შუაშია? –ხო და მას უნდა აპატიო –კერი,დღესვე ვნახავ და ყველაფერს ვეტყვი –მაპატიე რომ იმედები უდნა გაგიცრუო –რატომ? –მიამ ის საზღვარგარეთ წაიყვანა რომ შენს დავიწყებაში დაეხმაროს –ჰმ,კიდევ ერთი პრობლემა...სად წავიდნენ? –ნიუ–იორკში...მოკლედ ეს მინდოდა მეთქვა სანამ მოვკვდებოდი,შენ ბედნიერების ღირსი ხარ და ისიც მინდა გთხოვო,ყველაფერისდამიუხედავად მია ჩემი შვილია არ მინდა ის ასეთი ბოროტი იყოს,ნუ დაივიწყებ მას შეეცადე მიხვდეს თავის დანაშაულს და სწორ გზას დაადგეს ცხოვრებაში,მე მჯერა შენი,შენ შესძლებ აპატიო მას,შენ შეგიძლია ის გააკეთო რაც მე ვერ შევძელი–და თვალები დახუჭა –დედააა –ხო შვილო –მოკვდა დედა მოკვდა,აღარ დაბრუნდება –ხო,ახლა რას აპირებ?ხედავ მართალს გეუბნებოდი ალექსი კარგი ბიჭია და მას გულრწფელად უყვარხარ –მაპატიე მაგრამ ახლა ამის თავი არ მაქვს იმის შემდეგ 1 წელი გავიდა,დავასაფლავეთ კერი და ასე ვცხოვრობდით მე და დედა,ალექსის მოგონებაში გადიოდა წუთები,საათები,დღეები და თვეები,მალე კი ჩემი დაბადების დღეც ახლოვდებოდა,ერთი თვე იყო დარჩენილი,არ ვემზადებოდი რადგან დაბადების დღეზე მხოლოდ მე და დედა ვიქნებოდით...მე ალეზე ფიქრები მაინც არ მშორდებოდა,სული მეკვრებოდა,სუნთქვა მიჭირდა როდესაც ვაცნობიერებდი რომ ის დღე ახლოვდებოდა როდესაც ალექსი გავიცანი,ბედნიერი ვიყავი,მაშინ ერთმანეთს დავშორდით მაგრამ მაინც ყველაფერი იქიდან დაიწყო,ის დიდი მუხის ხე მახსენდებოდა რომელთანაც ვიყავით და თითქოს ხარობდა ჩვენი ცქერით...ეს ერთი თვეც გავიდა –ანა,გაიღვიძე ჩემო პატარა დაბადების დღეს გილოცავ –მადლობ დედიკო,ბედნიერი ვარ რომ დილას შენი ხმა მესმის –შვილო ეს ჩემგან შეყვარებულების დღიურია –შეყვარებულების? –ხო ანა და ამ დღიურში წერას შენ და ალექსი დაიწყებთ –კარგი რა დედა...ვერ გაიგე ალექსი წავიდა და აღარ დაბრუნდება მას უკვე ოჯახი ყავს,მე დავავიწყდი და აღარ ვახსოვარ,ჩემს გამო არ ჩამოვა,რა არის ასეთი გაუგებარი,რატომ გგონია რომ ისევ ერთად ვიქნებით,ეს ბავშვურ მოგონებად დარჩა–ვთქვი ცოტა აღელვებული ტონით –ამას მერე მიხვდები ახლა კი გამოდი გარეთ –მოვდივაარ ოთახიდან გამოვედი და გაკვირევებული დავრჩი,ყველაფერი მორთული იყო უამრავი ბუშტებით და გულებით –დედა რა ლამაზია,ეს ჩემთვის გააკეთე? –აბა აქ სხვას ხედავ ვინმეს? –კი –კი?ვის? –შენ –ოხ,ანა მოდი დაჯექი ტორტი მაქვს შენთვის,ხომ გიყვარს? –კი თან ძალიან –კარგი მაშინ სამზარეულოში გამოდი დავსხედით და ვსაუბრობდით –ესე იგი ახლა გაგაცნობ დღევანდელ გეგმებს –რა გეგმებს? –ეხლა ცოტა ხანში გავალთ ზღვაზე,შემდეგ შევივლით რესტორანში და იქ წავიხემსებთ,მერე ამასობაში მოსაღამოვდება და დღეს რაღაც პარკი იხსნება და იქ წავალთ –ოხ დედა ესე იგი შენ მომზადებული ყოფილხარ –აბა ეგრე როგორ წამო ეხლა ზღვაზე –დე შენც ხომ შემოხვალ ზღვაში? –აბა რა,წავიდეთ ეხლა შემდეგ რესტორანში გავიარეთ და ახალ პარკშიც მივედით,იქაურობა ძალიან მომეწონა და კარგადაც გავერთე,ელენა ჩემთან ერთად ბავშვივით მხიარულობდა და ცდილობდა ეს დღე გაელამაზებინა,ეს გამოუვიდა კიდევაც,11 საათისკენ სახლშიც მივედით –დედა როგორ დავიღალე,მადლობა მინდა გადაგიხადო ამ მშვენიერი დღისთვის ძალიაან მიყვარხარ –მეც შვილო კარგია თუ მოგეწონა –ხომ გითხარი ძალიან მაგარი იყო თქო,ახლა კი წავალ და დავწვები რა დავიღალე –კარგი ჩემს ოთახში შევედი და ვერ დავიძინე ამიტომ რაღაც გადავწყვიტე
|