–ხო მე ვარ მია –აქ რა გინდა?ან საიდან გაიგე რომ ამ სახლში ვიყავი? –კარგი რა არ იცი სად ცხოვრობ?აქ ყველაფერი სწრაფად ვრცელდება ჩემო კარგო –არ გვჭირდება ირონია –ეხლა შემომიშვებ სახლში? –ხარ ღირსი რო? –რავიცი –შემოჯლუგუნდი –მადლობა რა თავაზიანი ხარ –შენნაირების მიმართ ეგ არც ვიცი რა არის –კარგი ეხლა მორჩი –რისთვის მორძანდი? –რაღაც მინდა გითხრა –მაინც რა გაქვს ახლა მოფიქრებულიი? –არაფერი,უბრალოდ ალბათ მიხვდი გუშინდელი ჩემი რეაქცია რანაირი იყო –კი მიხვდი საშინელი –ხო და ეს არა იმიტომ რომ მე ალექსი მიყვარს...იცი სანამ შენ გვერდით არ ყვადი სულ ჩემთან იყო და გამომიყენა,ერთხელ ბარში ვიყავით და იქიდან საშინელი მთვრალი წამოვიდა და მეც მივაცილე სახლამდე მერე ისე მოხდა რომ,მოკლედ ორსულად ვარ და არ მინდა ბავშვი მარტო გავზარდო,არ მინდა მარტოხელა დედა ვიყო,ბავშვს მამის სითბო სჭირდება,ამიტომ მინდა გთხოვო რომ მას თავი დაანებო...ის არ არის შენი ღირსი –ეს შენი საქმე არ არის ვინ ვისი ღირსია და რა გარანტია მაქვს რომ არ მატყუებ –აი ეს ტესტის პასუხი მე წავალ და შემდეგ ნახე,რავიცი მაინც თავს დავიზღვევ შენი კლანჭებისგან –აღარ მიდიხარ? –მაგდებ? –ოჰ ახალი გეთქვა რამე,წადი დროზე –კარგი და იცოდე ამ ბავშვზე იფიქრე რომელიც ჩემში იზრდება ის ჩემი და ალექსის შვილია,ჩემი და ლექსის,ჩემი და ალექსის...–ეს სიტყვები მუდამ თავში მიტრიალებდა –არა ღმერთო მია იტყუება,ის მათი შვილი არ არის,ეს ტესტი უარყოფითია,არა რატომ –შვილო გახსენი –არ შემიძლია დედა –საჭიროა თუ გინდა მე გავხსნი –კარგი მან ამოიხვნეშა და ხმადაბლა თქვა –შვილო,ხომ იცი უნდა გამაგრდე –დედა,ეს რას ნიშნავს,ტესტი არის –ხო დადებითია –რატომ დეე,რა დავაშავე რატომ ამდენი უბედურება–მუხლებზე დავეცი და გულიც წამივიდა,მაგრამ მალე გამომეღვიძა –ანა კარგად ხარ? –ხო დედა –კარგია შვილო არ ინერვიულო –დედა ღმერთი ამდენ განსაცდელს რატომ გვიგზავნის? –ეს მხოლოდ გამოცდაა რომელსაც უნდა გავუძლოთ –გამოცდა? რატომ უნდა ვტიროდეთ,რატომ არ არის ყველა კეთილი და ბედნიერი? მან ჩუმად ჩაიცინა –ჯერ პატარა ხარ,რომ გაიზრდები ყველაფერს მიხვდები ახლა კი დაიძინე უკვე გვიანია–შუბლზე მაკოცა და წავიდა მე კი არ მშორდებოდა ფიქრები ალეს და მიას შვილზე,მინდოდა დამეჯერებინა რომ ყველაფერი ტყუილი იყო მაგრამ ამის საბუთიც არსებობდა,ვერ ვიჯერებდი რომ ალექსი ასე მომექცა,ამ ფიქრებში კი ჩამეძინა და გვიან გავიღვიძე –შვილო არ გამოდიხარ გარეთ? უკვე შუადღეა ნახე რა კარგი ამინდია –არა დედა არ მინდა აქ დავრჩები მირჩევნია –კარგი ცოტახანში დედა წავიდა სადღაც და სახლში მარტო დავრჩი,ოთახში კი ალექსი შემოვიდა რამაც ძალიან გამაკვირვა –ალექს,აქ რა გინდა? –როგორ თუ რა მინდა მომენატრე და მოვედი –გადი რა აქედან ახლოს არ მოხვიდე,ჯობია მიასთან წახვიდე,მას სჭირდება შენი თანადგომა ის ხომ ბავშვს ელოდება –რა თქვიი? –რაც გაიგე –როგორ თუ ბავშვს ელოდება –ხო ხო,ის თქცენი შვილია თქვენი –არა არა ანა –კი და მოშორდი აქედან თვალით აღარ დამენახო –არა ანა ასე არ შეიძლება –მართალია ასე არ შეიძლება,რომ ერთთან შვილს გააჩენ და მეორესთან ხარ –ასე არ არის –ასეა და ხომ გითხარი წადი თქო–ავუწიე ტონს –კარგი მივდივარ და იცოდე რომ მიყვარხარ–და ოთახიდან წავიდა –მეც მიყვარხარ–დავიწყე ტირილი ისე რომ მას არ გაეგო სახლიდან გავიდა,წავიდა,სამუდამოდ წავიდა და დავრჩი მარტო,ის აღარასდროს დაბრუნდება,მალე მიას მოიყვანს ცოლად და ოჯახს შექმნიან,იქნებიან ბედნიერები მე კი არავის გავახსენდები...
|