საყვარელი პორტალი

მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 5 » ბერმუდის სამკუთხედი-მოგზაურობა არსაით
21:19
ბერმუდის სამკუთხედი-მოგზაურობა არსაით
1945 წლის 5 დეკემბერს ფლორიდაში განლაგებული ამერიკის სამხედრო საჰაერო საავიაციო ძალებისთვის ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული დილა გათენდა. ლეიტენანტი ჩარლზ კ. ტეილორი გამოცდილი მფრინავი იყო. დავალება, რომელიც მეცხრამეტე ესკადრილიამ მიიღო, რთული არ იყო. ჩვეულებრივი საწვრთნელი გაფრენა უნდა შეესრულებინათ. თვითვმფრინავებს, რომელთაგანაც თითოეულს 1000 მილის (5,5 საათის) სამყოფი საწვავი ჰქონდა, 160 მილი აღმოსავლეთით უნდა ეფრინათ, ჩრდილოეთით შემოტრიალებულიყვნენ, გეზი სამხრეთ – დასავლეთით აეღოთ და კვლავ ბაზაზე დაბრუნებულიყვნენ. ფრენისას ”ჩიქენ შოულიდ” (”წიწილის მარჩხობი”) წოდებული სანაპირო ზოლში ყუმბარათა დამიზნებაში უნდა ევარჯიშათ…
არაჩვეულებრივი საფრენი ამინდი გამოვიდა. შუადღის ორი საათისთვის ხუთი სამადგილიანი ყუმბარმშენი ტორპედოსანი ”ევენჯერი” (”შურისმაძიებლები”) თოთხმეტ მფრინავთან ერთად საფრენ ბილიკს მოწყდა და გეზი აღმოსავლეთისაკენ აიღო. მეთხუთმეტე პილოტმა, რომელსაც ავი წინათგრძნობა ჰქონდა, ხმელეთზე დარჩენა მოახერხა…
გაფრინდნენ და უკან აღარ დაბრუნდნენ… ისინი აღარავის უნახავს. რა შეემთხვათ, ღმერთმა უწყის. საუბრობდნენ ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე, მარსელებზე… ერთი სიტყვით, გამოთქმულ ჰიპოთეზათაგან, უმეტესობა თითიდან გამოწოვილ ფანტასტიკას ჰგავდა. რაიმეს მტკიცება შეუძლებელი იყო – ვეღარც გამქრალი თვითმფრინავები აღმოაჩინეს, ვეღარც გვამები…
”ევენჯერებმა” დავალება შეასრულეს და დაახლოებით, 15 საათსა და 30 წუთზე კურსი უკან, სამხრეთ – დასავლეთისკენ, აიღეს.
აფრენიდან ერთ საათში ფორტ-ლოდერდეილის საგუშაგო კოშკურაზე შეტყობინება გაისმა:
ტეილორი: ვიძახებ საგუშაგოს! განგაშია! მგონი,გზა აგვებნა! ხმელეთს ვერ ვხედავთ! ვიმეორებ, ხმელეთს ვერ ვხედავთ, გარშემო მხოლოდ წყალია!
საგუშაგო: სად იმყოფებით! კოორდინანტები დააზუსტეთ!
ტეილორი: არ ვიცით, ზუსტი ადგილმდგომარეობის განსაზღვრა შეუძლებელია!
საგუშაგო: კურსი დასავლეთით გეჭიროთ!
ტეილორი: დასავლეთი საითაა? აპარატურა მწყობრიდან გამოვიდა… წარმოუდგენელია… მიმართულებას ვერ ვარკვევთ, ოკეანეც უცნაურად გამოიყურება…
კარგად გაწრთვნილ მფრინავთა შორის ტეილორი ყველაზე გამოცდილად ითვლებოდა. ძნელი წარმოსადგენი იყო, ადგილმდებარეობისა და კურსის გარკვევა გასჭირვებოდა. თხუთმეტ წუთში, მიუხედავად სერიოზული შეფერხებისა, ავიაბაზის ინსტრუქტორმა გადამცემში პილოტთა გადალაპარაკება გაარჩია. ერთ-ერთი კომპასის მონაცემებს ითხოვდა.
- არ ვიცი, სად ვართ. ეტყობა, დავიკარგეთ უკანასკნელი ვირაჟის შემდეგ! – პასუხობდა მეორე.
დონ პული, ავიაბაზის დისპეჩერი, ლეიტენანტ ტეილორს ხელმეორედ ძლივს დაუკავშირდა.
- დარწმუნებული ვარ, მარჩხობთან ვიმყოფებით, ოღონდ ვერ ვცნობ, რომელთან!
ფლორიდის მარჩხობი, რომლის შესახებაც ლეიტენანტი საუბრობდა, სამხრეთით ასეულობით კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა, ფრენის მარშრუტიდან იმდენად შორს, რომ ინფორმაცია ძნელი დასაჯერებელი იყო. თუკი დასავლეთით იფრენენ, ”სახლისკენ”, მალე მექსიკის ყურესთან აღმოჩნდებიან… ფორტის ინსტრუქტორი კვლავ დაუკავშირდა მფრინავს და გეზის აღება ჩრდილოეთისკენ ბრძანა.

- ეს-ესაა პატარა კუნძულს გადავუფრინეთ, – იტყობინებოდა ტეილორი, – ახლა ხმელეთი ისევ თვალს მოეფარა.
კავშირი დიდი ნით გაწყდა. ბოლოს და ბოლოს, დიდი შეფერხებით, საუბრის ფრაგმენტების გარჩევა კვლავ მოხერხდა.
- ღმერთმა უწყის, სად ვართ, – ამბობდა ოფიცერი სტივერიც, – ვფიქრობთ, ბაზიდან 225 კილომეტრში სამხრეთ – აღმოსავლეთით, როგორც ჩანს, ფლორიდას გავცდით. მექსიკის ყურეს ჰგავს… კის…

მოგვიანებით ბაზაზე ყური მოჰკრეს, რომ მფრინავები 180 გრადუსით ტრიალდებოდნენ. იქნებ, ფლორიდის სანაპიროსთვის მიეღწიათ! რატომ არ შეეძლოთ კარგ ამინდში მზის ორიენტირად გამოყენება?! – ბაზაზე ამას ვერავინ მიხვდა.
- ჩვენს ქვემოთ თეთრი ნისლია… დავიკარგეთ… – ეს უკანასკნელი სიტყვები იყო, რომლის გარჩევაც ავიაბაზამ ძლივსძლიობით მოახერხა.

…პირველი და უდავო დასკვნა, რომელიც მეცხრამეტე რგოლის რადიოგადალაპარაკებების ჩანაწერების შესწავლისას სამხედრო ექსპერტებმა გამოიტანეს, იყო ის, რომ პილოტები ჰაერში რაღაცას უცნაურსა და ამოუცნობს შეხვდნენ. აუხსნელი დეზორიენტაცია და პანიკა, როგორც ჩანს, სწორედ ამან გამოიწვია… ოკეანე უცნაურად გამოიყურება, ”თეთრი წყალი” გამოჩნდა, აპარატურის ისრები აცეკვდნენ… არადა, საკმარისი იყო დასავლეთით შემოტრიალებულიყვნენ და ნახევარკუნძულს გვერდს უბრალოდ ვერ აუვლიდნენ.
საქმეც ეს იყო. პილოტები, რეკომენდაციების მიხედვით, დედამიწას საათნახევრის მანძილზე დასავლეთით ეძებდნენ, შემდეგ, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში მონაცვლეობით – ხან დასავლეთით, ხანაც აღმოსავლეთით. ერთბაშად მთელი შტატი მოეფარა მზერას. სანუკვარი მიწა, ფრენის ბოლოს, მაინც გამოჩნდა. თუმცა წყალმარჩხ ზედაპირზე თვითმფრინავის დასმას ვერავინ გაბედავდა. კუნძულთა მოხაზულობის მიხედვით, ვიზუალურად მფრინავებმა მხოლოდ იმის განსაზღვრა მოახერხეს, რომ ფლორიდა-კისის (ფლორიდის სამხრეთ დაბოლოების სამხრეთ დასავლეთით) მარჩხობის თავზე იმყოფებოდნენ და დასაწყისში, კიდეც მოტრიალდნენ ჩრდილო-აღმოსავლეთით ფლორიდისკენ. თუმცა ტეილორი მალე დაეჭვდა და უწინდელ კურსს დაუბრუნდა.
სად უნდა ყოფილიყვნენ სინამდვილეში? დედამიწაზე შეტყობინება კისის შესახებ პანიკაში ჩავარდნილ მფრინავთა ბოდვად ჩათვალეს. შესაძლოა, პელენგატორები ცდებოდა, ეს ფაქტორი, ცხადია, გასათვალისწინებელი იყო. თუმცა ფრენის მომენტისთვის, ოპერატორებმა ისიც ზუსტად იცოდნენ, რომ თვითმფრინავები სადღაც ატლანტის ოკეანის მიდამოებში (ჩრდილოეთ განედის 30, დასავლეთის 79) იმყოფებოდნენ, ბაჰამის კუნძულებიდან ჩრდილოეთით. აბა, ვის მოუვიდოდა აზრად, რომ გზააბნეულმა გამანადგურებლებმა ამასობაში შორს დასავლეთით, მექსიკის ყურეში გადაინაცვლეს?! ტეილორს მხოლოდ ამ შემთხვევაში შეეძლო ფლორიდა-კისის კუნძულის დანახვა.

იქნებ, მაიამელმა ოპერატორებმა ვერ შეძლეს სიგნალთა მიმართულების გარჩევა?! როგორც არ უნდა იყოს, მფრინავებს შეცდომა სიცოცხლის ფასად დაუჯდათ. ვინ იცის, დასავლეთში ხმელეთის ამაო ძებნის შემდეგ, საწვავი გაუთავდათ, წყლის ზედაპირზე დასხდნენ და ჩაიძირნენ, მათ კი აღმოსავლეთით ეძებდნენ… 1987 წელს მექსიკის ყურის ფსკერზე იპოვეს კიდევაც ორმოციანი წლების ”ევენჯერი”. გამორიცხული არ არის, დანარჩენი ოთხიც ახლო-მახლო ყოფილიყო. მაინც, როგორ მოხდა, რომ თვითმფრინავები ყველასათვის შეუმჩნევლად, შვიდასი კილომეტრით დასავლეთით გადაადგილდა?
…თვითმფრინავთა მეყსეული ან ზესწრაფი გადაადგილების შემთხვევები ავიაციის ისტორიკოსებისთვის უცნობი არ არის. დროში მეყსეულ გადაადგილებას, როგორც წესი, განსაკუთრებული გარემოებები სდევს თან – თეთრი ნისლი, უცნაური კვამლი, მანათობელი წყვდიადი… ამგვარი უცნაურობა ბერმუდის სამკუთხედისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. ერთხელ ლოკატორთა ეკრანიდან მაიამისთან მოახლოებული ავიალაინერი თითქმის აორთლდა და როდესაც 10 წუთის შემდეგ კვლავ გამოჩნდა, ბორტზე არსებული ყველა საათი სწორედ ათი წუთით ჩამორჩებოდა. ფრენისას რაიმე უჩვეულო მგზავრთაგან ერთსაც კი არ უგვრძნია. გამორიცხული არ არის, რომ დროსთან დაკავშირებული ”იონების” გამო თვალისთვის შეუმჩნევლად სისწრაფეც მატულობდეს. თუმცა პილოტმა არ შეიძლება არ შენიშნოს აპარატურაზე ათამაშებული ისრები და დაბრკოლებები რადიოკავშირში.
ამგვარი ანომალიური ადგილები, რომლებიც დროში პარანორმალურ ცვლილებებს იწვევს, იმიტომაც ჩნდება, რომ ფიზიკიური დროის მდინარებაზე გავლენას გარშემო მოძრავი სხეულებიც ახდენს. ცდების მიხედვით, მცირე მასშტაბებით ამ ეფექტის მიღწევა პაწაწუნა მქნევარებითაც კი შეიძლება. მაშ, რაღა უნდა ითქვას ბერმუდის რაიონზე, სადაც გოფსტრიმის მძლავრი დინება დიამეტრით ასკილომეტრიან წყლის ქოჩორს ატრიალებს?! უთავბოლოდ იგრიხება წყლის ვეებერთელა ბორბალი – იცვლება დრო – უნდა იცვლებოდეს გრავიტაციაც. წყალბორბალას ცენტრში, იქ სადაც ამერიკულმა თანამგზავრებმა 25-30 მეტრით დაბალი წყლის დონე დააფიქსირეს, გრავიტაცია უნდა მატულობდენს, პერიფერიაზე – კლებულობდეს. ცხადია, ამგვარ ადგილებში რადიოკავშირი დარღვეულია. იქნებ აქ არის საძიებელი უამრავ კატასტროფათა მიზეზი?!..
ცხადია, ბერმუდის სამკუთხედის შესახებ პირველივე ცნობების გამოჩენისთანავე, პრესაში ამ ფაქტების ამსახველი არაერთი შემზარავი მასალა გამოჩნდა. თუმცა არავინ იცის, რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია.

…ამერიკული წყალქვეშა ნავი "სამკუთხედის” მიდამოებში 200 ფუტის ( 70 მეტრი) სიღრმეზე მიცურავდა. უეცრად მეზღვაურებმა ბორტს მიღმა უცნაური ხმაური გაიგონეს, ვიბრაციაც მაშინვე იგრძნეს. ეს დაახლოებით ერთ წუთს გაგრძელდა. ამის კვალად ისიც შენიშნეს, რომ ეკიპაჟის წევრები თითქოს ნაადრევად დაბერდნენ. ზედაპირზე ამოყვინთვის შემდეგ, თანამგზავრული სანავიგაციო სისტემის მეშვეობით, გამოაშკარავდა. რომ სუბმარინა აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროდან 300 მილის დაშორებით ინდოეთის ოკეანეში იმყოფებოდა, ბერმუდიდან 10 000 კილომეტის სიშორეზე. ეს ინფორმაცია ერთ-ერთმა ამერიკულმა ყოველკვირეულმა გაზეთმა გამოაქვეყნა. აშშ -ს სამხედრო საზღვაო ფლოტმა, როგორც ყოველთვის ცნობა არც უარყო, არც დაადასტურა.
გამქრალი "ევენჯერების” თაობაზე გარკვეული დასკვნები მაინც გამოიტანეს. ვარაუდობენ, რომ ბერმუდის სამკუთხედის თავზე თვითფრინავთა რგოლი "არასტაციონალურ მომთაბარე” ანომალიურ ზონას შეეჯახა, სადაც თვითმფრინავებს აპარატურამ უმტყუვნა. შემდეგ "უცნაურ ნისლში” გახვეული ყუმბარმშენები საოცარი სისწრაფით მექსიკის ყურეში გადაადგილდნენ… აფრენიდან საათნახევარში გამანადგურებლები უცნაურ ბურუსში მოხვდნენ. ყველა მოწყობილობა, მათ შორის, საათიც გაჩერდა. 16 საათსა და 45 წუთზე თვითმფრინავებმა ღრუბლიანობას თავი დააღწიეს და ორიენტაცია აღიდგინეს. აეროდრომის სახმელეთო საათის მიხედვით, ამასობაში 2,5 საათი გავიდა. კიდევ 3 საათის სამყოფი საწვავი რჩებოდა. რამდენი დრო უნდა გასულიყო თვითმფრინავის საათის მიხედვით, რომელმაც დროებით ფუნქციონირება შეწყვიტა, რთული სათქმელია. ამ კითხვას, ალბათ, ვერც პილოტები უპასუხებდნენ. ექსტრემალურ სიტუაციებში დროის აღქმა მკვეთრად იცვლება. ერთადერთი, რაც ანომალიურ ზონაში ნორმალურად მუშაობდა, თვითმფრინავთა ძრავები იყო. "როგორც კი რომელიმეს ჩვენგანს საწვავის 10 გალონი ( 38 ლიტრი ) დარჩება, წყლის ზედაპირზე დაშვებას დავიწყებთ!” – ეს ტეილორმა 17 საათსა და 22 წუთზე განაცხადა. ეტყობა, საწვავი უკვე ილეოდა. სავარაუდოდ, თვითმფრინავებმა დაშვება მალევე დაიწყეს. "ყოველ წამს შიეძლება დაიხრჩოს…” – ეს ფრაზა ხმელეთზე 18 საათსა და 02 წუთზე გაიგონეს. ტორპედოსნებს, როგორც ჩანს, საწვავი 17:22 – 18:02 საათს შორის დროის მონაკვეთში შემოელიათ, არადა ძრავას 19 საათსა და 40 წუთამდე დაუბრკოლებლად უნდა ემუშავა. არსებობდა საავარიო ათწუთიანი მარაგიც. საწვავის ამგვარი დანახარჯი მხოლოდ იმას ნიშნავდა, რომ ძრავებმა 2 საათით მეტი იმუშავა. სანამ ხმელეთზე ერთმა საათმა გაიარა, თეთრ ნისლში სამმა გაიქროლა. თვითმფინავთა სიჩქარე ამ დროის მანძილზე ჩვეულებრივი რჩებოდა, გარეშე დამკვირვებლისთვის კი 3 საათით სწრაფი ჩანდა. სწორედ ამ 3 საათის მანძილზე უნდა გასცდენოდნენ თვითმფრინავები ფლორიდას და თავი მექსიკის ყურეში ამოეყოთ, სადაც პილოტებმა მარჩხობი დაინახეს.

ერთ თვეში, 1995 წლის ზაფხულში, ჟურნალისტებმა შემდეგი შეტყობინება მიიღეს: "თქვენი მოთხოვნით ახალი მასალა მოვიდა. გრძელი წერილია, "დიპ სის” მარცხის შესახებ. იმაზე, თუ რა სირთულეები იყო წყალქვეშა გამოძიებისას, რამდენ ხანს უახლოვდებოდნენ თვითმფრინავებს ნომრების ამოსაცნობად და როგორ გაწბილდნენ. ორი ნომერი აშკარად იკითხებოდა : FT-241, FT-87, ორიც ნაწილობრივ 120 და 28. ერთის გარდა, ისიც მთავრული ასოების გარეშე, დაკარგულთა ნომრებს არ ემთხვევა. ერთი სიტყვით, ტორპედოსნები იდენტიფიცირებული არ არის, ეს ნომრები დაკარგულებში არ ირიცხება!…”ბერმუდის სამკუთხედი – გაფრენა არსაით !

კატეგორია: უცნაური♡ | ნანახია: 1234 | დაამატა: marita | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
3 Mari:)  
0
[b] baka

2 marita  
0

1 qetrin_girl  
0
აუფ ამას რა წაიკითხავს biggrin

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
მოდა♡
მუსიკა♡
გართობა♡
ბიოგრაფიები♡
ვარსკვლავები♡
ანიმაციური♡
ფოტოალბომი♡
ფილმები♡
საიტის შესახებ♡
ვიმსჯელოთ ერთად♡
გინესის რეკორდები♡
კონკურსი♡
უცნაური♡
წიგნი♡
სხვა♡
Music Clock
ძებნა
ბოლო კომენტარები
ავტორი:
vimegobreb saittan chemi saiti

ავტორი:
da sad unda movdzebnot raime a


ავტორი:
Peecfrt answer! That really ge

ავტორი:
One or two to reembmer, that i

F.B
Chrismtas Tree
http://www.picz.ge/.s/t/978/s3/1112/17/b/b9c84242dd38.gif
გაერთე

Script By F1N3X GEOPS.IN
ტოპ მომხმარებლები

null
Ani_LoVeR
null155
null463
null6


null
qetrin_girl
null149
null287
null12


null
marita
null120
null313
null0


null
MaR_Selly
null70
null96
null0


null
TaaT_Selly
null25
null102
null15


null
MaaR_CoLLa
null14
null20
null1


null
Pito
null11
null26
null0

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0
ვინ შემოვიდა დღეს საიტზე
Copyright MyCorp © 2025 Make a free website with uCoz