საყვარელი პორტალი

მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 20 » ✖ 5 things u may not know about Miley Cyrus ✖
20:15
✖ 5 things u may not know about Miley Cyrus ✖
 MILEY CYRUS ❀ 
✖ 5 things u may not know about Miley Cyrus ✖
ბევრისთვის 5 უცნობი ფაქტი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად თინეიჯერ ვარსკვლავზე - მაილი საირუსზე, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი Destiny Hope Cyrus-ია და რომელმაც სახელი საკუთარი ბრწყინვალე მუსიკალური და სამსახიობო ნიჭით გაითქვა:

1. მაილი საირუსი მხოლოდ 2 წლის იყო, როდესაც ცხენზე ჯირითი ისწავლა! 
მაილი საირუსი, ნეშვილში, ტენესიში დაიბადა, ცნობილი ქანთრი მომღერლის - ბილი რეი საირუსის ოჯახში. მას ბავშვობიდან უამრავი ცხოველი ჰყავდა. მისი განსაკუთრებულად საყვარელი ცხოველები კი ძაღლები და ცხენები იყვნენ. მაილის პირველი ცხენს Blue Jeans ერქვა, რომელიც მას 2 წლის ასაკში აჩუქეს. მან საყვარელ ცხოველზე ჯირითი, იმავე წელს, ძალიან სწრაფად ისწავლა და, რაც მთავარია, პატარა მაილის ეს დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. 
✖ 5 things u may not know about Miley Cyrus ✖
2. მაილი საირუსის საყვარელი სასმელი კარამელის Starbucks-ია!
მაილი საირუსს ხშირად შენიშნავთ სთარბაქსით ხელში. მაილი მას რამდენჯერმე მიირთმევს დღის განმავლობაში. ერთხელ თინეიჯერი ვარსკვლავი სთარბაქსს შიმშილისგანაც კი უხსნია, რაზეც მაილიმ ელენ დეჯენერსის შოუში ისაუბრა. "ერთხელ სასეირნოდ გავედი. გზად ძალიან მომინდა შოპინგის მოწყობა, მაგრამ გზაში აღმოვაჩინე, რომ საკრედიტო ბარათი სახლში დამრჩენია. ყველაფერთან ერთად ძალიან მშიოდა. მე სთარბაქსის შენობის წინ დავჯექი, ჩემი გიტარა ამოვიღე და დაკვრა დავიწყე, რათა ფული შემეგროვებინა, 7$ შევაგროვე და ამ ფულით სთარბაქსი ვიყიდე."
✖ 5 things u may not know about Miley Cyrus ✖

3. მაილი საირუსი ჰიპოგლიკემიითაა დაავადებული!
ჰიპოგლიკემია დაავადებაა, რომელიც გულისხმობს შაქრის ნორმალურზე ნაკლები დონის არსებობას ორგანიზმში. ამ დაავადების გამწვავებისგან მაილი თავს დიეტით იცავს. მაილის პირველი ტურის დროს "Best Of Both Worlds", მას ექიმის მიერ დანიშნული შრატები, რომ არ გაეკეთებინა, შესაძლოა, ტურის დროს, გულიც კი წასვლოდა. მაილიმ ერთ-ერთ ინტერვიუში უთანაგრძნო კიდეც ნიკ ჯონასს, რომელსაც მაილის მსგავსი დაავადება, კერძოდ, დიაბეტი სჭირს. მაილი ნიკის მხარდასაჭერად, მის ნაჩუქარ ყელსაბამსაც ატარებდა, რომელიც დაავადებულ უმცროს ჯონასს ძალიან დიდ რწმენას სძენდა. ყელსაბამის წინა მხარზე წარწერაა: "A little bit longer...and I'll be fine" ანუ "კიდევ ცოტაც... და მე კარგად ვიქნები"
✖ 5 things u may not know about Miley Cyrus ✖
4. დისნეის ყველაზე შემოსავლიან შოუში "Hannah Monatana",
მაილის ლილი ტრასკოტის როლი უნდა ეთამაშა!
 

როდესაც მაილი საირუსი პირველად "ჰანა მონტანა"-ს ქასთინგზე მივიდა, მას მეორეხარისხოვანი როლი, სერიალის მთავარი პერსონაჟის, ჰანას საუკეთესო მეგობრის, ლილი ტრასკოტის თამაში შესთავაზეს. იმ დროისთვის, სულ რაღაც 12 წლის მაილიმ, ქასთინგის დირექტორს განუცხადა, რომ მას სერიალის მთავარი გმირის თამაში უკეთესადაც შეეძლო. მან ეს დაამტკიცა და საბოლოოდ მაილი/ჰანას როლზეც დაამტკიცეს. სერიალში მისი მეგობარი, ლილი ტრასკოტი კი ახალგაზრდა, ნიჭიერმა ვარსკვლავმა - ემილი ოსმენტმა განასახიერა. მაილი და ემილი რეალურ ცხოვრებაშიც ძალიან კარგი მეგობრები არიან.
✖ 5 things u may not know about Miley Cyrus ✖
5. მაილი საირუსი ბრეკეტებს ატარებდა!
მაილი საირუსს ოდნავ უსწორმასწორო კბილები ქირურგიული ჩარევის საშუალებით არ გაუსწორებია. 2006 წელს მაილი ატარებდა ბრეკეტებს, მაგრამ მისმა დენტისტმა ისინი კბილების უკნიდან დაამაგრა, რათა ნაკლებად შესამჩნევი ყოფილიყო. ამან გაამართლა! თითქმის, ვერავინ მიხვდა, რომ იმ დროს, მუდამ საყვარლად მომღიმარი გოგონას კბილებს რკინები "ამშვენებდა". მხოლოდ ერთმა პაპარაციმ დააფიქსირა მაილი ბრეკეტებში და ისიც, ერთზე მეტი ფოტოს გადაღება ვერ მოასწრო. 
✖ 5 things u may not know about Miley Cyrus ✖
"Let your light shine, Be a source of strength and courage, Share your wisdom, Radiate ℓo√e!" 
♥ ℳiley Cyrus ♥
✖ 5 things u may not know about Miley Cyrus ✖
კატეგორია: ვარსკვლავები♡ | ნანახია: 941 | დაამატა: Ani_LoVeR | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2 miley-yever  
0
დიაბეტი რომ ჭირდა არ ვიცოდი.

1 qetrin_girl  
0
ნამდვილად არ ვიცოდი

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
მოდა♡
მუსიკა♡
გართობა♡
ბიოგრაფიები♡
ვარსკვლავები♡
ანიმაციური♡
ფოტოალბომი♡
ფილმები♡
საიტის შესახებ♡
ვიმსჯელოთ ერთად♡
გინესის რეკორდები♡
კონკურსი♡
უცნაური♡
წიგნი♡
სხვა♡
Music Clock
ძებნა
ბოლო კომენტარები
ავტორი:
vimegobreb saittan chemi saiti

ავტორი:
da sad unda movdzebnot raime a


ავტორი:
Peecfrt answer! That really ge

ავტორი:
One or two to reembmer, that i

F.B
Chrismtas Tree
http://www.picz.ge/.s/t/978/s3/1112/17/b/b9c84242dd38.gif
გაერთე

Script By F1N3X GEOPS.IN
ტოპ მომხმარებლები

null
Ani_LoVeR
null155
null463
null6


null
qetrin_girl
null149
null287
null12


null
marita
null120
null313
null0


null
MaR_Selly
null70
null96
null0


null
TaaT_Selly
null25
null102
null15


null
MaaR_CoLLa
null14
null20
null1


null
Pito
null11
null26
null0

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ვინ შემოვიდა დღეს საიტზე
Copyright MyCorp © 2025 Make a free website with uCoz